ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მურად გულთაიშვილს და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს 682. 32 მანეთით (ერთჯერადად) დაეხმარა სასტიპენდიო ვალის ანგარიშზე შესული თანხიდან. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ მომავალშიც ამ თანხიდან უნდა დახმარებოდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დავით გიორგის ძე მელაძესა და ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილს 125 მანეთით დაეხმარა ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ალექსანდრე სოლოღაშვილი, შალვა ტატიშვილი, სიმონ ფიცხელაური, სილოვან ყიფიანი, გიორგი ჩიტაია, დავით ჩხეიძე, თამარ ძნელაძე და ანა ხახუტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს სეით იაშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს წესდებაში შეტანილმა ცვლილებამ საწევრო გადასახადი 3-დან 1 მანეთამდე შეამცირა. შეცვლილი წესდების თანახმად, მთავარი გამგეობის წევრებს რწმუნებულთა საზოგადო კრება აირჩევდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი იყო ალექსანდრე ილიას ძე სტოიანოვი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის იანვრიდან ვასილ ძინძიბაძეს, დიმიტრი ბარნაბაშვილს, შალვა თაბუკაშვილსა და ალექსანდრე ცირეკიძეს დაენიშნათ დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – თითოეულს წელიწადში 300 მანეთი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილი, რაისა ჩიხლაძე, მამანტი არსენის ძე ხუხუნაიშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარი და შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობა სალაროს ანგარიშების წიგნს არ აწარმოებდა, რაც წლიური ანგარიშის სრულყოფილი სახით შედგენას ხელს უშლიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოსავალი აღირიცხებოდა საერთო საკვიტანციო დავთარში. მოლარე წლიური ანგარიშის შესადგენად საკვიტანციო წიგნიდან კრებდა მონაცემებს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების სალაროში ნაღდი თანხა იყო 3379 მანეთი და 13 კაპიკი. აქედან 1500 მანეთი ბანკში შეიტანეს, კერძო პირს პროცენტით ასესხეს 1000 მანეთი, 879 მანეთი კი ადგილობრივ საურთიერთო ნდობის ბანკში ინახებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის 9 ოქტომბრამდე ყვირილის განყოფილების საერთო შემოსავალი ძველი წლის ნაშთით შეადგენდა 3995 მანეთსა და 35 კაპიკს, ხოლო გასავალი – 616 მანეთსა და 22 კაპიკს, სალაროში დარჩენილი იყო ნაღდი თანხა 3379 მანეთი და 13 კაპიკი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილების საერთო შემოსავალი ძველი წლის ნაშთით შეადგენდა 2825 მანეთსა და 61 კაპიკს, ხოლო გასავალი – 985 მანეთსა და 55 კაპიკს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო იყო ძირეული თანხის სარგებელი, რომლის შემოსავალმაც 1915 წელს 13 მანეთი და 08 კაპიკი შეადგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ საადგილმამულო ბანკისაგან თეატრის აღსადგენად შესყიდული შენობისა და ადგილის დავალიანებიდან 1915 წელს დაფარა 490 მანეთი და 25 კაპიკი, 1916 წელს – 315 მანეთი და 17 კაპიკი, გადასახდელი დარჩა – 1753 მანეთი და 05 კაპიკი, რომლის დაფარვასაც 5 წლის განმავლობაში გეგმავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ თეატრის აღსადგენად შენობა და ადგილი, ზომით 108 საჟენი ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან შეისყიდა და ვალს ნაწილ-ნაწილ ფარავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოწირულობის თანხა 2335 მანეთი და 16 კაპიკი მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძის ძალისხმევითა და მონდომებით ძირითადად ადგილობრივი მოვაჭრეებისაგან შეგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილებაში სხვადასხვა პირის შემოწირულობამ შეადგინა 2335 მანეთი და 16 კაპიკი. აქედან 10 მანეთი სპეციალური დანიშნულების გარეშე გადადეს, ხოლო 2325 მანეთი და 16 კაპიკი კი თეატრის შენობის ასაგები ფონდისთვის გამოყვეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება მთელი ძალით ცდილობდა დანგრეული თეატრის ფონდის გაძლიერებასა და შენობის აღდგენას.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 24 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ ოქტომბრიდან პელაგია მიქელაძე, დავით ბარისის ძე ჩხეიძე და ჩიქოვანი ბათუმიდან წავიდნენ. სკოლის მდგომარეობას ყურადღებას მხოლოდ მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილი აქცევდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მის მიერ გამართული წარმოდგენიდან სკოლას შეუვიდა 185 მან. და ორი შაური, რომელიც მან სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარს, ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილს გადასცა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ პელაგია მიქელაძის ნაცვლად ბათუმის სკოლის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მაკრინე იოსების ასული ღლონტისა დაენიშნათ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შეატყობინა, რომ ფარსადან მიქელაძე ერევნის გუბერნიაში გადაიყვანეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იუსუფ ეფენდი სურმანიძე ბათუმის სკოლის სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. მისი ხელფასი თვეში ოცი მანეთი უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 სექტემბერს ბათუმის მაჰმადიანმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს მისწერეს, რომ სჯულის მასწავლებლად იუსუფ ეფენდი სურმანიძე დაენიშნათ. ნათაძემ მათი თხოვნა საზოგადოების მმართველობას აცნობა.