რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ვალერიან ვასილის ძე ძუბენკომ, კალისტრატე წულეისკირმა, მირონ ისიდორეს ძე წულეისკირმა, რომანოზ ჭაავამ, ანტონ ხორავამ, ილია ხუხუამ, ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიამ, ამბროსი ჭილაძემ, მელიტონ მიხეილის ძე ჭეიშვილმა, ლევან ჯაკობიამ და ვლადიმერ ანტონის ძე ჯიჯალავამ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ილარიონ როსტომის ძე შეყრილაძემ, ალექსანდრე იოსების ძე შურღაიამ, კონსტანტინე ალექსის ძე შენგელიამ, ალექსანდრე მიხეილის ძე ჩხეტიამ, იუსტინე ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ილიკო ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ია ჩაჩიბაიამ, კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაიამ, დომენტი ფილიპეს ძე ცაავამ და სიმონ სოლომონის ძე ცისიშვილმა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 29 აგვისტოს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ პირველი სექტემბრიდან თბილისის ერთ-ერთ სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაეყვანათ. ბათუმის კლიმატი ცუდად მოქმედებდა მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობაზე და ისინი მუდამ ავადმყოფობდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 ნოემბერს დღის 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობას (ახალი კლუბის დარბაზში) საზოგადოების რწმუნებულთა კრება ჰქონდა, სადაც უნდა განეხილათ: 1916-1917 წლების ანგარიში; სარევიზიო კომისიის მოხსენება; მთავარი გამგეობის მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ; 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა; მთავარი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევის საკითხი; სასკოლო, ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მოწყობის, წიგნების გამომცემელ და სამუზეუმო სექციათა წევრების არჩევნების საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევი სახლის გაყიდვის საკითხი განიხილეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ზდანოვიჩმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საკუთარი სახლი უანდერძა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლად არჩეულმა გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 48 საქმე განიხილა. ფაქტი დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში 30 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 178 საქმე განიხილეს. ფაქტი გიორგი ყაზბეგმა დაადასტურა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 10 ნოემბერს დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე სარევიზიო კომისიის წევრებად.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქრისტინე გიორგის ძე შარაშიძე, სამსონ პლატონის ძე დადიანი, მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე და იულია აბელის ასული იაშვილი იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბერს რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლადარჩეული გამგეობის საპატიო თავმჯდომარედ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დაინიშნა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 10 ნოემბერს რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე თევდორე კიკვაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, სერგო იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, კალენიკე ნინიძე, ვასილ წულაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და კალენიკე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალი გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მიხეილ სარალიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო კონსტანტინე დიონისეს ძე ჯაფარიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო იაკინთე იოსების ძე გორგაძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო დეკანოზი იაკინთე იოსების ძე გორგაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ზაქარია ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო.