ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის გუბერნიის სასოფლო სკოლის დირექტორმა ქალაქის სკოლებში საღვთო რჯულის მასწავლებლებად დაამტკიცა მღვდლები: იანქოშვილი, კონტრიძე, თოთიბაძე, მამამთავრიშვილი და აივაზაშვილი, სომეხ-გრიგორიანთა რჯულის მასწავლებლად კი – მღვდელი ჯუღურიანცი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გარდაცვლილმა იოსებ გიორგის ძე სააკაშვილმა გორში მის მფლობელობაში არსებული სახლი, რომლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი, ქალაქს უანდერძა. სახლის შემოსავალი ღარიბი ოჯახის შვილების აღზრდას უნდა მოხმარებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს საგარეჯოს სოფლის საზოგადოებამ დაადგინა, სოფელში ახლომდებარე წყაროებიდან მილებით გაეყვანა წყალი. ტექნიკოსმა გიგო ზაქარიას ძე ქურდიანმა დაიანგარიშა ხარჯი, რომელიც სულ ოცი თუმანი გამოვიდა. სოფელმა ხარჯი თავის თავზე აიღო და მუშების უფასოდ გამოყვანა იკისრა. ქურდიანმა განაცხადა, რომ სოფელს უფასოდ დაეხმარებოდა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის ვექილი ი. გუნცაძე სასამართლოს სთხოვდა, ა. აბაზაძისათვის დაევალებინა, წარედგინა 2 წლისა და 2 თვის ანგარიში იმ მამულების მართვა-გამგეობისა, რომლებიც თავიდანვე მას ჰქონდა ჩაბარებული.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რესტორან „ტილიპუჭურაში“ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია გაიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იოსებ იმედაშვილმა გამოსცა ვ. გიუნაშვილის მიერ თარგმნილი მაქსიმ გორკის 12 მოთხრობა. გამოცემას ახლდა ვ. გომართელის ვრცელი კრიტიკული ბიოგრაფიული წერილი.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს დაბა საჩხერეში მასწავლებელი სერგეი ჯინჭველაშვილი ქართულ გალობას ასწავლიდა ნოტების საშუალებით, მოსწავლეებს ამზადებდა საქალაქო სასწავლებლისათვის.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სტეფანე დავითის ძე გაგუა ქალაქ ხონის საქალაქო სკოლის ინსპექტორი იყო

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „საქართველოს ახალი ეგზარხოსი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იტალიელმა აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერიმ სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 6 იანვრისთვის თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად დაგეგმილი ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანისა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ბათუმიდან შემოსული საწევრო გადასახადების თანხა ადგილობრივ სკოლას უნდა მოხმარებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ მოხსენება გააკეთა სამზრუნველოს ერთ-ერთი წევრის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 იანვარს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ანასტასია ლომინაძე დროებით დაინიშნა ბათუმის სკოლის მასწავლებლად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „დედათა განათლება ჩვენში“.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 12 იანვარს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი გარდაიცვალა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, კავკავის სკოლის პედაგიგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიხოლოგია“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა ზაალ გურამიშვილის საჩივარი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. საჩივარი წისქვილის მფლობელობას ეხებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანდრია ღულაძე, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი წიგნების გამომცემელი კომისიის წევრებად აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასაწყისი, რომელშიც ავტორი ილია ჭავჭავაძის მიერ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილების „გესლიან დაცინვასა და ულმობელ ოხუნჯობაზე“ წერდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასასრული გამოქვეყნდა.