რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის საბჭოდან წიგნის მაღაზიისთვის მთავარ ქუჩაზე საჩუქრად 9 საჟენი მიწა მიიღო. უსახსრობის გამო მაღაზია ვერ აშენდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს სალომე დავითის ასული მიურატისა ზუგდიდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი ვლადიკავკაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ნინო კონსტანინეს ასული ნატროევისა დუშეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს მიხეილ ივანეს ძე ილურიძე ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტობის კანდიდატი იყო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხალხში ქართული წიგნების გავრცელება იყო. მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყოთ წიგნების ბეჭდვა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი სოხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების პირველი გამგე (ინსპექტორი) შიო შიუკაშვილი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი ხუთიდან სამ სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხუთი სხდომიდან ორს დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ხუთივე სხდომას დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი ათიდან სამ სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იაკინთე იოსების ძე გორგაძე ხუთივე სხდომას დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ათიდან რვა სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ხუთიდან ოთხ სხდომას ვერ დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი რაჟდენ გვერდწითელი ათიდან ცხრა სხდომას დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე ათივე სხდომას დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ათი სხდომიდან რვას დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გიგო (გრიგოლ) ერმალოზის ძე აბრამიშვილი ათიდან ხუთ სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1910-1911 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) 73 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910-1911 საანგარიშო წელს ანა ვალენტინის ასული მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910-1911 საანგარიშო წელს ანდრია პეტრეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910-1911 საანგარიშო წელს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910-1911 საანგარიშო წელს ალექსანდრე იოსების ძე იაგულოვი, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა, ლავრენტი ივანეს ძე წულაძე და იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.