რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1910-1911 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) 14 სხდომა ჩაატარა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 1 იანვარს ქალაქ ფოთში (10 000 მცხოვრები) 9 პირველდაწყებითი და დაბალი სასწავლებელი იყო, სადაც 867 ბავშვი (ორივე სქესის) სწავლობდა, ამიტომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ მოზრდილთა სასწავლებლის გახსნა გადაწყვიტა (მსურველი 41 კაცი), რაზეც მთავრობისგან უარი მიიღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვრამდე ვლადიმერ იოსების ძე ყანჩელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 106 მანეთი მიიღო, რაისა ჩიხლაძემ – 175, გაბრიელ გრიგოლის ძე ოქროპირიძემ – 650, იაკობ ისიდორეს ძე რამიშვილმა კი – 650.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იაკინთე იოსების ძე გორგაძე ათივე სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ვ. ყიფიანის „ლევან დადიანის“, ანტონ ფურცელაძის „დიდი მოურავის“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელგუჯას“ და ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ სახალხო კითხვა გამართა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების შემოსავალი (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) შეადგენდა 644 მანეთსა და 28 კაპიკს, ხოლო გასავალი – 102 მანეთსა და 16 კაპიკს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე და ანდრია პეტრეს ძე ჟვანია წიგნების სავაჭრო კიოსკის ასაშენებელი კომისიის წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე გიგინეიშვილი, ანა ილარიონის ასული ქავთარაძისა და კონდრატე ბაგრატის ძე კოკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს სოფიო ალმასხანის ასული წულუკიძისა ხონში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვრამდე ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 775 მანეთი მიიღო, გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილმა – 500, რაფიელ ბესარიონის ძე ნიჟარაძემ – 525, ნინო სოლომონის ასულმა ციციშვილმა – 1001. 95, ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილმა – 800, მამანტი არსენის ძე ხუხუნაიშვილმა – 376. 85 და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარმა კი – 350 მან.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისა და 1907 წლის 9 დეკემბერს არჩეული საგანგებო კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, პართენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა და კომისიის წევრები – ანტონ ფურცელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ვასილ ბერელაშვილი, შიო დედაბრიშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ 1908 წლის 27 იანვარს მოისმინა ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის განცხადება, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ქვრივი ითხოვდა ეცნობებინათ მისთვის მიიღებდნენ თუ არა განსვენებული მწერლის ნაანდერძევ ქონებას, რათა თანხმობის შემთხვევაში ქონება დაუყოვნებლივ გადაეცა „საზოგადოებისთვის". თავად უარი ეთქვა ქონების მფლობელობაზე.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისა და საგანგებო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცვედაძემ სხდომის წევრებს დაწვრილებით გააცნო განსვენებულის ქონებისა და ვალების მდგომარეობა. გაირკვა, რომ ნაანდერძევი ქონების ღირებულება ნაკლები იყო, ვიდრე გასასტუმრებელი ვალების რაოდენობა. ამის მიუხედავად, კრებამ დაადგინა, რომ განსვენებული ილია ჭავჭავაძის სახლი ანდრეევის ქუჩაზე და იქაური უძრავი ქონება – წიგნები, ავეჯი და სხვა ნივთები – უსათუოდ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში უნდა გადასულიყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და საგანგებო კომისიის გაერთიანებულმა კრებამ დაწვრილებით განიხილა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ წარდგენილი ცნობები ილია ჭავჭავაძის ქონებისა და ვალების შესახებ. განსვენებულმა „საზოგადოებას" უანდერძა სოფლის მამული – 554 დესეტინა მიწა, კარგად გამართული წისქვილი და ერთსართულიანი ქვის სახლი თბილისში, ანდრეევის ქუჩაზე. ორივე მათგანი დაგირავებული იყო საადგილმამულო ბანკში. აქედან, პირველზე დარიცხული ვალი შეადგენდა 12019 მანეთსა და 44 კაპიკს, ხოლო მეორეზე – 7420 მანეთს. ვალი ქონების მიმღებს უნდა გადაეხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 იანვარს განხილული ილია ჭავჭავაძის ანდერძის თანახმად, ყვარლის მამული – მიწა, ვენახი, ტყე და სხვა, რომელიც ბანკში იყო დაგირავებული და ვალად ერიცხებოდა 16 294 მანეთი და 85 კაპიკი, გადადიოდა პირდაპირი მემკვიდრეების ხელში, ხოლო თუ ისინი უარს განაცხადებდნენ მამულის მიღებაზე, მაშინ ბანკებისა და კერძო პირებისგან ვექსილებით აღებული მთელი ვალი – 16 410 მანეთი მხოლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასასტუმრებელი იქნებოდა. ანდერძი განიხილეს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურების დაარსება საქართველოს ყველა მაზრაში იყო საჭირო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი მანგლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქალაქებში წიგნების გასავრცელებლად სანდო პირები შესთავაზა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოების მთავარი გამგეობა საკუთარი ხარჯით ინახავდა: აკაურთის, ბორბალოს, გერგეთის, ვარიანის, ზუგდიდის, მოიდანახეს, საგურამოს, ნავთლუღის, ყალამშის, შრომის, წინარეხისა და წერაქვის სკოლებს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ ბათუმის ქართულ სკოლაში, რომელსაც საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა, სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს განახლდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ბეჟან დავითის ძე წერეთელი საჩხერეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი თემირ-ხან-შურში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ახალ სენაკში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.