ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას თბილისის გიმნაზიის რვა კლასი დაუმთავრებია, თუმცა გამოცდა აღარ ჩაუბარებია.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას დედა იყო მარიამ ბებურიშვილი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პანსიონისა, სადაც ილია ცხოვრობდა და სწავლობდა, გერმანელი ჰაკე, მართალია გამოირჩეოდა სიმკაცრითა და დაუნდობლობით, მაგრამ ამასთან ერთად, მამობრივ მზრუნველობას იჩენდა თავისი შეგირდების მიმართ და კლასში მეცადინეობის შემდეგაც მთელ თავისუფალ დროს მოსწავლეებთან ატარებდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პანსიონისა, სადაც თავის დროზე ილია სწავლობდა, ჰაკე, თავისი შვილების აღსაზრდელად გერმანიიდან გამოუძახებია კავკასიის ცალკე კორპუსის უფროს ნეიდგარტს.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილია სოფლის მთავართან სწავლობდა სოფლის გლეხკაცების შვილებთან ერთად.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას სწავლა 8 წლიდან დაუწყია მისივე სოფლის მთავართან.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მამა იყო გრიგოლი ჭავჭავაძე.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1907 წლებში ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე (კიკვიძე) პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ დახურვის შემდეგ გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა წიგნაკები კავკასიის უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებ და „დახასიათებანი და მოგონებანი“ 3 ნაწილად.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-05 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-08 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თბილისში ია ეკალაძის თხზულებათა I ტომი გამოიცა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს გიგო გელიკურაშვილს სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადეს.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-05 წლებში ამბროსი ბესარიონის ძე კანდელაკი ჭოგნარის სვეტიცხოვლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს დომენტი ანტონის ძე ჩხაიძე ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოიცა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-დან 1917 წლამდე დუტუ მეგრელი ერევანში საგლეხო საკრებულოს წევრად მუშაობდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის პირველ იანვარს დუტუ მეგრელი ელიზავეტპოლის (განჯის) გუბერნიის ყაზახის მაზრაში დანიშნეს გადასახადების ინსპექტორად.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903-1918 წლებში იაკობ ფანცხავა იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის ჟურნალის „მოამბის“ №4-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართული ფრთოვანი სიტყვები“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის „ივერიის“ №241-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „იმერეთი. მოწერილი ამბავი რიონზე ხიდეების უქონლობის გამო“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან არტემ ახნაზაროვი სისტემატურად ათავსებდა თავის თხზულებებს გაზეთებში: „ნიანგი“, „პიონერი“, „ოქტომბრელი“, „მნათობი“, „ახალი თაობა“ და „სალიტერატურო გაზეთი“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს მარსელიდან გამოსული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის საშუალებით თედო სახოკიამ საქართველოში ჩამოიტანა პარიზში დაბეჭდილი „საქართველოს“ პირველი ფრანგულ-ქართული ნომრები.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკია პარიზიდან მარსელში გაემგზავრა, იქიდან კი გემით − საქართველოში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს პარიზში თედო სახოკიას ორგანიზებით გამოცემული „საქართველოს“ პარალელურად გამოვიდა ფრანგული გაზეთი „La Georgie”.