ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თბილისში ია ეკალაძის თხზულებათა I ტომი გამოიცა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს გიგო გელიკურაშვილს სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადეს.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-05 წლებში ამბროსი ბესარიონის ძე კანდელაკი ჭოგნარის სვეტიცხოვლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს დომენტი ანტონის ძე ჩხაიძე ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოიცა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-დან 1917 წლამდე დუტუ მეგრელი ერევანში საგლეხო საკრებულოს წევრად მუშაობდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის პირველ იანვარს დუტუ მეგრელი ელიზავეტპოლის (განჯის) გუბერნიის ყაზახის მაზრაში დანიშნეს გადასახადების ინსპექტორად.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903-1918 წლებში იაკობ ფანცხავა იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის ჟურნალის „მოამბის“ №4-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართული ფრთოვანი სიტყვები“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის „ივერიის“ №241-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „იმერეთი. მოწერილი ამბავი რიონზე ხიდეების უქონლობის გამო“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან არტემ ახნაზაროვი სისტემატურად ათავსებდა თავის თხზულებებს გაზეთებში: „ნიანგი“, „პიონერი“, „ოქტომბრელი“, „მნათობი“, „ახალი თაობა“ და „სალიტერატურო გაზეთი“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს მარსელიდან გამოსული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის საშუალებით თედო სახოკიამ საქართველოში ჩამოიტანა პარიზში დაბეჭდილი „საქართველოს“ პირველი ფრანგულ-ქართული ნომრები.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკია პარიზიდან მარსელში გაემგზავრა, იქიდან კი გემით − საქართველოში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს პარიზში თედო სახოკიას ორგანიზებით გამოცემული „საქართველოს“ პარალელურად გამოვიდა ფრანგული გაზეთი „La Georgie”.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკიას მარსელიდან საქართველოში გაზეთის „საქართველო“ პირველი ფრანგულ-ქართული ნომრები ჩამოჰქონდა, მაგრამ გემის მეზღვაურს, ვისაც ეს საქმე ჰქონდა ჩაბარებული, ბათუმის პორტში შესვლისას შეეშინდა და გაზეთის ეგზემპლარები უკან მარსელში წაიღო, რის გამოც თედოს საქართველოში მხოლოდ ის რამდენიმე ნომერი ჩამოჰყვა, რაც თვითონ, საკუთარი ჯიბით, წამოიღო.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში სწავლისას საანთროპლოგო საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე თედო სახოკიამ წაიკითხა მოხსენება ბატონების (ყვავილის) და მისი მკურნალობის შესახებ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკიას მოხსენება ბატონების (ყვავილის) შესახებ, რომელიც მან პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოების სხდომაზე წაიკითხა, მოგვიანებით ცალკე გამოქვეყნდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოებამ თედო სახოკია თავის საზღვარგარეთელ წევრ-კორესპონდენტად აირჩია.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წლიდან ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე მენშევიკი გახდა.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ფილიპე ლორია სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს გიორგი გაგლოევი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 ქვარიანმა დაწერა ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს კონსტანტინე მაჭავარიანი იყო სახალხო სკოლების ინსპექტორი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო კიკვაძის ხელშეწყობითა და სახალხო სკოლების ინსპექტორ კონსტანტინე მაჭავარიანის დახმარებით სახალხო სკოლების დირექციამ მაკვნეთის სკოლა დაამტკიცა ორკლასიან სამინისტრო სკოლად.