ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მიხეილ ესაკია ფოთის პორტის მუშათა შორის დიდი გავლენით სარგებლობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს, პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი დეკანოზიშვილი ცდილობდა იაპონიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს, პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი დეკანოზიშვილი ცდილობდა კავშირი დაემყარებინა რუსეთში შემავალი ქვეყნების სარევოლუციო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ისეთ სარისკო საქმეში, როგორიც თედო სახოკიას მიერ არალეგალური გაზეთების საქართველოში შემოტანა იყო, გამბედაობასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩაცმულობასა და იერს. მას, პარიზიდან ახლად ჩამოსულს, კეთილსაიმედო ადამიანის იერი ჰქონდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, ისეთ სარისკო საქმეში, როგორიც თედო სახოკიას მიერ არალეგალური გაზეთების საქართველოში შემოტანა იყო, ყველაზე მეტად სითამამე ფასობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თედო სახოკიას შეფასებით, სხვადასხვა ხრიკის მეშვეობით პარიზში არალეგალურად დაბეჭდილი გაზეთის „საქართველო“ შემოტანა სამშობლოში ბევრად მარტივი საქმე იყო, იმასთან შედარებით, რაც მას შემდგომში რევოლუციის პერიოდში ევალებოდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილმა ოდესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა განმტკიცებაში.

1905

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძე 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი მანიფესტით გაათავისუფლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ნინუა თოფის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, რომელშიც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში მწვერვალს მიაღწია.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს გიორგი ჭოღოშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გიორგი ჭოღოშვილი იყო ექიმი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს იონა მეუნარგია იყო ქუთაისში გამართული საგუბერნიო საერობო თათბირის მდივანი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე წარსაგზავნ რწმუნებულად აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძემ თანამოაზრეებთან ერთად პოლიციის მიერ აკრძალული „განთიადის“ სანაცვლოდ გაზეთი „ელვა“ გამოსცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გაზეთი „განთიადი“, რომლის მდივანიც თევდორე კიკვაძე იყო, პოლიციამ დახურა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს თევდორე კიკვაძე იყო გაზეთის „განთიადი“ მდივანი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს თევდორე კიკვაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთი „განთიადი”.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალ-დემოკრატიული გაზეთი „სხივი”, რომელშიც თევდორე კიკვაძე მუშაობდა, პოლიციამ დახურა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირს, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, ესწრებოდა თავადაზნაურობა, ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატებიული პარტიის წევრები.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, უნდა აერჩიათ თბილისის მეფისნაცვალსა და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად წარსაგზავნი დელეგაცია.