რეგისტრირებული ფაქტები51293
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძე ქალაქ ოზურგეთიდან პირველი სახელმწიფო დუმის დეპუტატთა ამომრჩევლად იყო წარდგენილი, მაგრამ მთავრობამ ის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ გაათავისუფლა დროებით ციხიდან.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, მიუხედავად მძიმე ბრალდებისა, თევდორე კიკვაძე მაინც გათავისუფლდა ციხიდან პალატის საგანგებო გამომძიებლის, ლიახოვიჩის დახმარებით.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თევდორე კიკვაძე ისევ თავის სოფელში დაბრუნდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, თედო კიკვაძის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფო დუმის მეორე არჩევნები დანიშნეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, როცა მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თედო კიკვაძე მშობლიურ სოფ. მაკვანეთში დაბრუნდა, გურიას გენერალი ივანე ტოლმაჩოვი აკონტროლებდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძემ მოულოდნელად ბარათი მიიღო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძისგან. ნაკაშიძე კიკვაძეს მასთან დაუყოვნებლივ ჩასვლას თხოვდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძე ზვანში გამოიძახა იქაური პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძემ და უთხრა, რომ სტრაჟნიკთა ურიადნიკმა ივანე ნინიძემ ტერორისტთა ხელმძღვანელად დაასახელა. გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით გეგმავდნენ მისი დაჭერას, ღამით ციხეში გაგზავნას და გზაში მოკვლას.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ამნისტიამ სილიბისტრო ჯიბლაძე შესაძლებლობა მისცა, გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ დაიწყო თეთრი ტერორი და პარმენ ჭიჭინაძე იძულებული გახდა, ქუთაისიდან თბილისში გადასახლებულიყო და იქ განეგრძო მუშაობა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბში მუშაობდნენ გრიგოლ ლორთქიფანიძე, კოლია ქარცივაძე, კოწია სულაქველიძე, დავით ქავთარაძე (უცხოეთში გარდაიცვალა), ზაქარია გურული, ნოე ჩხიკვაძე და სხვ.
1905
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დიმიტრი თოფურია 1905 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ვ. გრ. სობოლევსკი დავით გედევანიშვილის კლინიკაში ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტ. ს. დავიდოვი იყო დავით გედევანიშვილის კლინიკის ექიმი- პედიატრი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ლ. მ. მონინი დ. ა. გედევანიშვილის სახელობის თბილისის სამკურნალო დაწესებულებაში ბებიაქალად მუშაობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „მოგზაურის“ რედაქტორს, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილს უფლება მიეცა თავისი ჟურნალი ყოველკვირეულ გაზეთად გადაეკეთებინა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ივანე გიორგის ძე რატიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა ისაუბრეს 1904 წლის 14 დეკემბრიდან 1905 წლის 1-ელ იანვრამდე საზოგადოებაში შესული და დახარჯული თანხების შესაბებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა ისაუბრეს ვლადიკავკაზის ეპარქიის შესახებ.