ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51847

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენების მიხედვით, 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. შემოსავალ-გასავლის ნუსხაც აღრიცხული იყო იმ დავთრების თანახმად, რომელსაც გამგეობა აწარმოებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენების მიხედვით, გამგეობის მიერ ნაანგარიშევი ნაღდი ფული და სარგებლიანი ქაღალდები უკლებლივ ინახებოდა ბანკებში. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 ნოემბერს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა ილია ჭავჭავაძე თბილისში სტუმრად პირადად დაპატიჟა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში წასასვლელად კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მოწმობა მიიღო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძე მდივნის თანამდებობაზე მიიწვიეს ახლად დაარსებულ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში „სხივი“.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის დეკემბრის აჯანყების დროს დავით ქარცივაძე ითვლებოდა სამხედრო ხელმძღვანელად დასავლეთ საქართველოში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ხეთის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 საპატიო და 180 ნამდვილი წევრი დაემატა, 2 ნამდვილი წევრი კი გამოაკლდა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად მარიის სასახლეში გამოცხადებულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს მარიის სასახლეში დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად უნდა მისულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 დეკემბერს რუსეთის იმპერიის მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველმა ნოლდემ პეტერბურგში მივლინებით ჩასულ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, რომ 24 დეკემბერს დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დასწრებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარის დეპუტატთა არჩევის წესები განიხილეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს დავით ქარცივაძე შეიპყრეს და გაუსამართლებლად დახვრეტა მოუნდომეს. მეფის მოადგილის წინაშე გავლენიან პირთა ჩარევამ გადაარჩინა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-1913 წლებში კონსტანტინე აფხაზი თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ვასილ წერეთელი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსთან“ თანამშრომლობის გამო ბათუმიდან გადაასახლეს.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს ქრისტინე შარაშიძე ჭიათურაში ცხოვრობდა და კერძო გაკვეთილებს ატარებდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის შემოდგომაზე გიორგი შარაშიძე და ნინო ქიქოძე საცხოვრებლად გადავიდნენ ჭიათურაში, სადაც ქალთა სკოლა დააარსეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის მარტში ფილიპე ლორიამ თბილისის ტრამვაიში მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს ივლიანე გვადის ძე გაბუნიამ ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს ვარდენ ჩხაიძე ისევ მისცეს პასუხისგებაში როგორც ბათუმის გაზეთ „ზარის“ რედაქტორი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა 10 თუმანი მასწავლებელთა სალაროს დასაარსებლად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მოსთხოვა, ეს თანხა გადაეცათ ქართული გიმნაზიის გამგებლის, ალექსანდრე მდივანისთვის, რომელმაც შეადგინა პედაგოგიური საზოგადოების წესდება და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის თებერვალში პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის (მისივე სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებას რომ წარმოადგენდა) ხელმძღვანელობა ჟენევის ქართველ სტუდენტობას დაევალა.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო თანხა 100 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე, ელისაბედ გრიგოლის ასული სიდამონ-ერისთავისა და გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართული 23 სხდომიდან 18-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე. სხდომებზე განსახილველად წარადგინეს 168 საქმე, რომელთაგან 9 გადაიდო შემდეგი სხდომისთვის, 119 კი – განიხილეს.