ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48772

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით სასულიერო სემინარიაში მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ქართულად ესწავლათ საეკლესიო გალობა. აქვე დართულია რედაქციის პასუხი, რომ როცა სემინარიაში ქართული ენის პედაგოგი არ ჰყავდათ, როგორ შეასწავლიდნენ მოსწავლეებს საეკლესიო გალობას ქართულად.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს ტატიევი, რომელსაც თავად მოსწავლეები ასწავლიდნენ ქართულ ასობგერებს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ უფროსი კუშინსკისა და რექტორი ვალენტინის წყალობით მასწავლებელი ლაზარე ტურიევი სემინარიიდან დაითხოვეს და ამით საბოლოოდ აღკვეცეს ქართული ენის სწავლება სემინარიაში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფომ 1877 წელს სამხედრო დაწესებულებისთვის 131 582 მანეთი გადადო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტი ნიკოლოზ დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში რევიზია ჩაატარა, მისი საქმიანობით კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, 1877 წლის 14 აპრილს რიონის მხედრობიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ოსმალთა ხომალდები თავისუფლად მოძრაობდნენ ზღვის ნაპირებზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საჭიროებისამებრ რედაქცია გაასწორებს და შეამოკლებს დასაბეჭდად გამოგზავნილ წერილებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 აპრილს ხელმწიფე იმპერატორმა კიშინევში ხელი მოაწერა უმაღლეს მანიფესტს, რომლითაც ომი გამოუცხადეს ოსმალეთს და რუსეთის მხედრობას უბრძანეს ოსმალეთის იმპერიაში შესვლა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 აპრილს კავკასიის ოთხი ლაშქარი: გუმრის, ერევნის, ახალციხისა და რიონისა მშვიდობით გადასულან ოსმალეთის საზღვარზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქართლში ერთ-ერთი სოფლის მამასახლისმა მისივე ვალის დასაფარად მოსახლეობას მოტყუებით გამოსძალა თითო აბაზი და თან განაცხადა, რომ სამაგიეროდ კომლის ბეგარას აღარ გადაახდევინებდნენ მათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორის სასეირნო ბაღში არსებულ ფიცრულს არემონტებდნენ ქართული თეატრისათვის, რომლის შემოსავალი გორის ქალთა სასწავლებელს მოხმარდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახალხო სასწავლებლებში ახალგაზრდა მასწავლებლების მიღება დაიწყეს, რაც სასულიერო პირებისთვის უსიამოვნო ფაქტი იყო, რადგან მათ ეკავათ ეს თანამდებობა. ისინი მოსახლეობაში ხმას ავრცელებდნენ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები ცუდ ზეგავლენას მოახდენდნენ მოსწავლეებზე, ამის გამო მოსწავლეთა რიცხვმაც იკლო, რაც ძალზედ სამწუხარო ფაქტი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „მუშა ბოქულაძე“ ქსნის ხეველის ფსევდონიმით.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქართლში პოლიციის სამი „პრისტავი“ და სამი „დესეტნიკი“ იყო, რომლებიც ერთმანეთს ემსახურებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სომხური გაზეთი „მშაკის“ ინფორმაციით თბილისის გუბერნიაში კალია გაჩნდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სოფლის სასწავლებლები დროულად ვერ იღებდნენ სასწავლო წიგნებსა და სხვა საჭირო ნივთებს, ამის მიზეზი კი მათი მოთხოვნის პროცედურა იყო, რომელიც ზოგჯერ ნახევარი წელიც კი ჭიანურდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ პირველი ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია გავეცნოთ ორი ფილოსოფოსის აზრს ქალაქ გორზე, ასევე მივიღოთ ინფორმაცია გორის ახალი სამმართველოს შენობის, გორელი მოვაჭრეებისა და იმერელი ხაბაზების შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში - ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 17 აპრილს გენერალ-ადიუტანტ ლევან მელიქიშვილის სარდლობით ჯარი დაიძრა ზაიმის ბანაკიდან და სოფელ ვარიკელს მივიდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „სოლაღას ლექსი“, რომლის ავტორი ქვედა აჭარაში მცხოვრები გლეხი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს დასავლეთ საქართველო, კერძოდ გურია, აჭარა და ქობულეთი ჰქონდა დაკავებული, ხოლო რუსეთს ქართლ-კახეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 60 678 მანეთი და 48 კაპიკი იყო.