ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს ბათუმისა და სენაკის სკოლების რევიზია დაავალა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს მაქსიმე მარკოზაშვილის მოხსენება ყალამშიის სკოლის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძეს დეპეშით შეატყობინა, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდა საქართველოში.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ელისაბედ ჭავჭავაძისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშები, რომლებიდანაც შეიტყო საგურამოში მომხდარი ტრაგედიის – მოსე და ევა მემარნიშვილების მკვლელობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 ივნისს ყაჩაღები შევიდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობელი სოფიო უნდილაშვილი ხანჯლით შეაშინეს, დახოცეს მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე ევა მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა და წაიღეს ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი, რევოლვერი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს რევიზორ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ბათუმის, ძველი სენაკისა და წინარეხის სკოლების მდგომარეობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ გოგიტიძის თხოვნა საზოგადობის ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების თხოვების შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანა ახალშენიშვილის თხოვნა, მისი მეუღლის, ივანე ახალშენიშვილის ნათარგმნი წიგნის, „კბილების“ შეძენის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი უთურაშვილის მასწავლებლობიდან გათავისუფლება გადაწყდა. გამგეობას გაზეთებში უნდა გამოექვეყნებინა ცნობა გომარეთის სკოლისთვის მასწავლებლის ძებნის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე შავლიაშვილის თხოვნა კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ 10-თუმნიის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა. შავლიაშვილის თავმდებნი გიორგი ლასხიშვილი და სამსონ ფირცხალავა იყვნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს რევიზორ სამსონ ფირცხალავას მოხსენება ყალამშიისა და გომარეთის სკოლების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისს ილია ჭავჭავაძე მოსე და ევა მემარნიშვილების დაკრძალვას დაესწრო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს ესტუმრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ რევოლუციურმა გამოსვლებმა იკლო და ილია ჭავჭავაძე საგურამოს მეურნეობაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი სოფრონის ძე ჯაში საგურამოს მოურავად დანიშნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ წიწამურელ გლეხებს, რომლებიც მისი მიწებით სარგებლობდნენ და გადასახადი მოწეული ხორბლით უნდა გადაეხადათ, დადებული პირობის შესრულება მოსთხოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ დიმიტრი ჯაში ხშირად დადიოდა წიწამურსა და საგურამოს ბაღში გლეხთა შეკრებებზე და მათ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განაწყობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ახალ მოურავს, დიმიტრი სოფრონის ძე ჯაშს დაავალა, რომ გლეხებისთვის, რომლებიც ორი წლის მანძილზე გადასახადს თვითნებურად არ უხდიდნენ, პირობის შესრულება მოეთხოვა. მოურავი ილიასგან დაუკითხავად უვადებდა გლეხებს გადახდის ვადას, რითაც მათ თავის მიმართ კეთილად განაწყობდა, ილია კი დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილისათვის „დედა ენის“ ჰონორარის გადაცემის საკითხი. გოგებაშვილმა მიიღო 1000 მანეთი და კიდევ ამდენივე ერგებოდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მელიტონ კელენჯერიძის თხოვნა, რომ გამოეცათ მისი „სიტყვიერების თეორია“ და „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ხახანაშვილის წინადადება, „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ ჰონორარი – 300 მანეთი საზოგადოების საწევრო გადასახადად შეეტანათ და ალექსანდრე ხახანაშვილი დამფუძნებელ წევრად ჩაერიცხათ. გამგეობა დასთანხმდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ბათუმის, ძველი სენაკისა და ყალამშას სკოლების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ჟენევაში გაემგზავრა პეტრე ზუბალაშვილის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის საქმეების გასარკვევად, რასაც სამი დღე მოანდომა, თუმცა გარკვეული ცნობა ან ხარჯთაღრიცხვა ვერ მიიღო სამკითხველოს წევრებისაგან, ვერც ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობის შესახებ გაიგო.