ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში ქართველ ქალთა ამხანაგობის მასწავლებელმა სალომე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა. გამგეობამ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გამოუყო.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის სექტემბერში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინადადებით მიმართა, სამღვდელოებასაც დავალებოდა ილია ჭავჭავაძის ფონდის შევსებაში მონაწილეობა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ენკენისთვეში სოხუმის ციხიდან თავდებით გამოშვებულმა თედო სახოკიამ მოიარა სამეგრელო და ალექსანდრე მესამის სახელობის საეთნოგრაფო და კავკასიის მუზუმებისთვის, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის სამეგრელოს საეთნოგრაფო კოლექციები შეაგროვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიას საქმის განხილვის დასრულებამდე იგი თავდებით გამოუშვეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე განიხილეს თედო სახოკიას საქმე და ბრალდებულს ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის სექტემბერში გიორგი გვაზავა იყო ვექილი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ იოსებ ბარათიშვილი და გიორგი გვაზავა მიავლინა სოხუმში თედო სახოკიას დამცველებად მისი საქმის გასარჩევად შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ენკენისთვეში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად სოხუმში შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე ბრალდებულის დამცველებად გამოიძახეს ვექილები, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და გიორგი სიდამონ-ერისთავი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის ენკენისთვეში ქალაქ სოხუმში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე წოდებათა წარმომადგენელნი იყვნენ ნიკოლოზ თავდგირიძე, პ. ბარსკი და ესტონელთა სოფლის მამასახლისი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის ენკენისთვეში ქალაქ სოხუმში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად შეიკრიბა სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესია შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ნ. ბოგოროდსკი, წევრები − იონინი, ორლოვსკი, წოდებათა წარმომადგენელნი − ქალაქისთავი ნიკოლოზ თავდგირიძე, ქალაქის ექიმი პ. ბარსკი და ესტონელთა სოფლის მამასახლისი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში სოხუმში ჩამოსულმა ოლქის სასამართლო პალატის სესიამ რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული თედო სახოკიას საქმე განიხილა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 სექტემბერს ნიკოლოზ მელიქიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გვირგვინის ნაცვლად შემახელ ქართველთა მიერ ილია ჭავჭავაძის ფონდის დასაარსებლად შეკრებილი 103 მანეთი გაუგზავნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ბათუმის სასწავლებლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

1907

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე მისულ დელეგატთა კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში მიიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები. ოქმს ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ფონდის შესაქმნელად მოწვეული კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის კრების ოქმს და სთხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კრების დადგენილების აღსასრულებლად.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დელეგატთა კრება, რომელსაც თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამის თაობაზე კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩმა 11 სექტემბერს აუწყა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და გაუგზავნა კრების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი ზდანოვიჩმა, სამსონ ფირცხალავამ, გიორგი ლასხიშვილმა, სიმონ მდივანმა, ილია კაკაბაძემ, ივანე ნიჟარაძემ, ილიკო მხეიძემ და პეტრე სურგულაძემ.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წლის 10 სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სახლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინება სთხოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგის, ნიკო ცხვედაძის, განცხადება აკაკი წერეთლისთვის დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მას 10 თუმნით დახმარებოდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ანდერძი. გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია, სასამართლოსთვის მეურვის გამოყოფა ეთხოვა, რადგან ოლღა გურამიშვილი ავადმყოფობის გამო ილიას ანდერძის შესრულებას ყურადღებას ვერ მიაქცევდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს, სამსონ ფირცხალავას, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და სიმონ კლდიაშვილს ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის რკინის მესრის გაკეთებაზე ზრუნვა დაევალათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის კარის გაკეთების შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, მარიამ ელიავა კომიტეტის წევრად აერჩიათ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა 50 მანეთით დახმარების შესახებ, რაზეც გამგეობა დათანხმდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, სოფიო ნაკაშიძისა აერჩიათ კომიტეტის წევრად.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს დელეგატთა კრების მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდის შესახებ. მოხსენების ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ.