ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51843

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ბაჭუა კუპრაშვილი, ვანო კალანდაძე, ალექსანდრა დარახველიძე, ანეტა სულაქველიძე და სხვ. ქუთაისში საფოსტო ეტლს დაესხნენ თავს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მოპარული ფული ალექსანდრა დარახველიძემ და ანეტა სულაქველიძემ ტანზე შემოიკრეს და სიმონ ტერ-პეტროსიანსა და ბარონ ბიბინეიშვილს დანიშნულ ადგილზე გადასცეს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ პარმენ ჭიჭინაძე გაერთიანებულ ყრილობაზე გაგზავნა თავის წარმომადგენლად. მან ქართველოვის ფსევდონიმით მიიღო მონაწილეობა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906-1913 წლებში კოტე აფხაზი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად იყო არჩეული.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1913 წლებში კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა კახეთში.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლისათვის კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი მსახურობდა დუშეთში, ნოვობაიაზეთის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაურად.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 იანვარს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დეპეშა, რომ 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ელ განყოფილებაში ქართულ ენას 13 იანვრამდე ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა, მოგვიანებით – დროებით მოწვეული ქავთარაძე, ქავთარაძის შემდეგ კი – ისევ ნიკო ჯანაშია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 იანვარს მზესუმზირის გამყიდველივით გამოწყობილი არშაკ მეგრაბიანცი და არსენა ჯორჯიაშვილი ბარიატინსკის ქუჩაზე გენერალ გრიაზნოვის ეტლს ჩაუსაფრდნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 იანვარს ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში მიწა დაამუშავეს ვენახისა და ხეხილის დასარგავად. მათ სურდათ, მოსწავლეებისთვის მაგალითი ეჩვენებინათ.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის თებერვალში თედო სახოკია რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეიპყრეს სოხუმში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 2 თებერვლამდე მოურავმა მოსე ოტიას ძე მემარნიშვილმა ილია ჭავჭავაძეს საგურამოს მამულიდან ქონების დატაცების შესახებ აცნობა.

1906

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1906 წლის 8 თებერვალს საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა სამტრედიის (ვულაშის) სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 11 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, ერჩია, რა ზომების მიღება აჯობებდა არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 20 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამი წლით ბანკის პირველი ჯგუფის რწმუნებულად აირჩიეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგის, კ. მეფისაშვილის მოხსენება სამკითხველოსთვის დახმარებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 1-ელი იანვრიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 1293.10 მანეთი, დაიხარჯა – 887.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის სკოლის გამგის მოხსენება და მოკლე ანგარიში.