რეგისტრირებული ფაქტები50853
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება გადამდგარი ქალაქის გამგეობის მაგივრად ახალის არჩევასთან დაკავშირებით. სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, რომელმაც მიიღო 41 თეთრი და 3 შავი კენჭი, მის ამხანაგად კი – გ. გ. კონიევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეკატერინე სარაჯიშვილის ნების აღმსრულებლის წინადადება, რწმუნებული გაეგზავნათ სარაჯიშვილის დაწესებულებაში ანდერძის ანგარიშების შემოწმებაში მონაწილეობისთვის. გამგეობამ ეს ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
2015 წლის 29 ოქტომბერს სოფელ ხიდისთავის საზაფხულო თეატრის დარბაზში შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც გადაწყდა, საზოგადოების საწევრო შეემცირებინათ მანეთამდე. კრებას ხელმძღვანელობდა ილია კალანდაძე, მდივანი იყო სანდრო შონია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს დაავალეს, მოლაპარაკებოდა გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევ ტყვარჩელის მადნებზე მოდავე ჯგუფს, რომ მადნების დამუშავებიდან მიღებული სარგებელის 20% საზოგადოებისთვის მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა ქალაქის გამგეობას მოლაპარაკებოდნენ ვერის ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ. მისი აზრით, თუ გამგეობა ბიბლიოთეკას არ შეინახავდა, ის საზოგადოების კანცელარიაში უნდა გადაეტანათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში განსახილველად და დასაბეჭდად შესული იყო პეტრე ჭარაიას, დავით კარიჭაშვილის, ნიკოლოზ ხიზანაშვილის, ია კარგარეთელის, დავით ნახუცრიშვილის, ივანე გომელაურისა და სხვათა ნაშრომები. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, შემდეგ კრებაზე გაეცნოთ თავისი შეხედულება წიგნების დაბეჭდვის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს პანთეონის კომისიის შედგენის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, დროებით შექმნილიყო განსაკუთრებული კომისია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა განსვენებულ მოღვაწეთა დაკრძალვის საკითხები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ლიხაურის განყოფილების გამგეობისთვის მიეწერათ, რომ მათ მთავარი გამგეობისთვის დაწვრილებით განემარტათ განყოფილების მუშაობის შეჩერების მიზეზი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სხვიტორში, აკაკის სახლში, იპოლიტე ვართაგავას, გიმნაზიის გამგე პეტრე წერეთლის, მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე ა. ვაშაძისა და ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარის, ვ. გოგიბერიძის შეკრება სთხოვა. აბდუშელიშვილს სურდა, ისინი ადგილზე გაცნობოდნენ ადგილობრივი მთავრობის წინადადებას აკაკის სახლის შეკეთებისა და იქ ქალთა სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივნისიდან საქმისმწარმოებელი 6 000 მანეთს აიღებდა, კანცელარიის მსახური — 4 000-ს, საწყობის გამგე — 7 000-ს, მაღაზიის საწყობის გამგე — 7 000-ს, მაღაზიის 1-ლი და მე-2 ნოქარი — 6 000-6 000 მანეთს, მოლარე — 6000-ს, ბიბლიოთეკარი — 5 000-ს, ბიბლიოთეკარის თანაშემწე — 4 500-ს, ბიბლიოთეკარის მსახური კი — 2 000 მანეთს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძის ინიციატივით წიგნსაცავიდან ხელნაწერთა სახლისთვის წიგნების გაცემის ინსტრუქციის შედგენის შესახებ იმსჯელეს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს მისწერა, რომ მიიღო მისგან გაგზავნილი საწევრო შენატანი 93 მანეთი. განყოფილების დაარსებისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ მიეწოდებინა საორგანიზაციო კრების პროტოკოლი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების დროებითი გამგეობის ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს შეატყობინა, რომ ნება ეძლეოდათ გაეხსნათ განყოფილება და დროზე აერჩიათ გამგეობა და სარევიზიო კომისია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მუხრან ხოჭოლავას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა სავანეში დაკრძალვის საკითხი განიხილეს. გრიგოლ გიორგაძემ და პავლე საყვარელიძემ გარდაცვლილი დაახასიათეს, როგორც კარგი საზოგადო მოღვაწე. გამგეობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. გამგეობის დადგენილებით, ასეთი გადაწყვეტილებები სპეციალურ კომიტეტს უნდა მიეღო, რომელიც შექმნის პროცესში იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა მთავარგამგეობას სთხოვა საბუღალტრო ქვითრები და საანგარიშო წიგნები მიეწოდებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქართველ მოღვაწეთა პანთეონის კომიტეტის წევრების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 2 წარმომადგენელი აერჩია. ამისათვის გამგეობამ კრება 17 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, საზოგადოების ბინაში დანიშნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაჰმადიანი ქართველი მოწაფის, სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა მე-8 კლასისთვის საჭირო წიგნების უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კაიკაციშვილისთვის გაეგზავნა ის წიგნები, რომლებიც მათ მაღაზიაში იყო, სულ მილიონ-ნახევარი მანეთისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქრისტეფორე რაჭველიშვილმა გამგეობას თავისი შრომის „საქართველოს ისტორია“ გამოცემა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, წიგნი პირველი შესაძლებლობისთანავე გამოეცა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 14 ივლისს სოფ. მიხაილოვოში (1872-1917 წლებში ხაშურის სახელწოდება) გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების დამფუძნებელი კრებას განყოფილების 55 წევრიდან ესწრებოდა 30, სხდომაზე აირჩიეს გამგეობა (თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი) და სარევიზიო კომისია.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 ივლისს კირილე იესეს ძე ნინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების მდივნად აირჩიეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შალვა ნუცუბიძის თხოვნა, მისთვის მიენდოთ განათლების სამინისტროს წიგნების ვალის დაბრუნების საქმე და 3 დღეში მოაგვარებდა. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან ეს საქმე პეტრე ქავთარაძეს ჰქონდა დავალებული.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.