ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ გიორგი ბაბოშვილი, ალექსანდრე გიორგის ძე გონჯიაშვილი, ვალერიან იოსების ძე კიკნაძე, მარკოზა კევლიევი, ნიკოლოზ სიმონის ძე ეგოროვი, გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე, მღვდელი ვასილ მაისურაძე, ვლადიმერ მიხეილის ძე ხელაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები – იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება თელავში. კრებაზე აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიევ-ყორჩიბაშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის,  ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ თელავში მოწვეულ კრებაზე აირჩიეს თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები – ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი და კონსტანტინე დავითის ძე ვაჩნაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ თელავში მოწვეულ კრებაზე აირჩიეს თელავის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები – თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი და მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება ქ. თელავში. კრებამ საზოგადოების თელავის განყოფილების უახლოეს მიზნად სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა დასახა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში კრება მოიწვია. კრებაზე თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: ილია მამუკას ძე აფხაიძე, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, სანდრო გიორგის ძე ზუროშვილი, გაბრიელ მიხეილის ძე ბენაშვილი, ივანე თევდორეს ძე დუშურაშვილი, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ილია ბეჟანის ძე ქურციკიძე და ანასტასია მაქსიმეს ასული კახიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში კრება მოიწვია. კრებაზე თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: კოტე დავითის ძე ვაჩნაძე, გაბრიელ დავითის ძე კიკვიძე, შაქრო ბახუტაშვილი, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, ბარბარე მიხეილის ასული მაყაშვილისა, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი და ვასო როინაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: თამარა ვახვახიშვილისა, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი, ივანე სტეფანეს ძე მოსიაშვილი, გიორგი ზაქარიას ძე ჯაფარიძე, კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარიშვილი და იოსებ დიდია.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ თელავში მოწვეულ კრებაზე თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: სვიმონ გურგენიძე, ანდრო სუხიტაშვილი, ეკატერინე შიუკაშვილი, ელისაბედ ქართველიშვილი, ეკატერინე ერისთავისა, თამარ აბაშიძე, ბარბარე ჩერქეზიშვილი და თამარა ჩიკვაიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: დავით ალექსანდრეს ძე შიუკაშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი, იოსებ ივანეს ძე ბადურაშვილი, ვ. გამყრელიძე, ვასილ ბესარიონის ძე საყვარელიძე, მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი და ბაგრატ იოსების ძე ჩიკვაიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა, ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ, თელავში მოიწვია კრება, სადაც თელავის განყოფილების წევრობის სურვილი გამოთქვეს ლევან ყაფლანის ძე ვაჩნაძემ, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაურმა, დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილმა, იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილმა, იროდიონ შავლიაშვილმა, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ბებუროვ-ვაჩნაძემ, ილია პავლეს ძე გორდეზიანმა, ივანე იაკობის ძე ყარსიაშვილმა და ონისიმე ივანეს ძე ჭიქაძემ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძეის მიერ თელავში მოწვეულ კრებაზე თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ქაიხოსრო დავითის ძე მაჭავარიანი, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანი, ივლიტა გიორგის ასული მაყაშვილი, ვლადიმერ ათანასეს ძე მაყაშვილი, სოფიო ათანასეს ასული ჭავჭავაძისა, ივანე ათანასეს ძე მაყაშვილი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი, ნიკოლოზ ათანასეს ძე მაყაშვილი და კიკო გიორგის ძე აბელიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: პეტრე სურგულაძემ, ბ. ნანობაშვილმა, ვალერიან გუნიამ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: სოფრომ ტარუაშვილმა, ეგნატე იოსელიანმა, ლ. მეტრეველმა და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: ილია ნაკაშიძემ, გრიგოლ რობაქიძემ, ქ. ჯორჯაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ესტატე ციციშვილმა, მღვდელმა სიმონ რცხილაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: სამსონ ფირცხალავამ, ილია ზურაბიშვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის სექტემბრისთვის ილია ჭავჭავაძის ფონდის თანხა შეადგენდა 9 818 მანეთსა და 79 კაპიკს, ხოლო მისი სარგებელი – 218 მანეთსა და 03 კაპიკს, რაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას აზრით, დიდი მამულიშვილის ხსოვნის მიმართ ქართველი საზოგადოების არაგულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის სექტემბერში თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად 2 500 მანეთი გადაერიცხათ. ხელი მოაწერა ბანკის გამგეობის წევრმა დიმიტრი ფავლენიშვილმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ სექტემბერს კავკავის სკოლის სამზრუნველოს მდივანმა, გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა 4 აგვისტოს კრების ოქმი კავკავის განყოფილების დაარსების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის სექტემბერში თბილისში ქართული ფილარმონიული საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა სამუსიკო სკოლა, რომლის გამგედ დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილი.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის ენკენისთვეში სენატმა დაამტკიცა ერთი წლით ადრე სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიასთვის გამოტანილი განაჩენი, კერძოდ, ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს პეტრე პავლეს ძე ხუნდაძემ ახალციხიდან წერილი გაუგზავნა ქშწკგ საზოგადოების გამგეობას, რომ „ტიფლისკი ლისტოკიდან“ მათთვის ცნობილი გახდა ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებით მოითხოვა, გაეთვალისწინებინათ ახალციხეში ქართული საქმის სავალალო მდგომარეობა და იქ განყოფილების გახსნაზეც ეზრუნათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 29 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1972 მანეთი და დაიხარჯა – 719.