ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1914

ტიპი: სტატუსი

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 64 წევრს შორის ირიცხებოდნენ: გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, პართენ თომას ძე გონაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ათანასე ბებურიშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, მიხეილ ზედელაშვილი, მიტო ალექსანდრეს ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, სიმონ გულბათის ძე კიკილაშვილი, მარიამ ზაქარიას ასული ჭუჭულაშვილი, მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი, მღვდელი ვლადიმერ ქოქიაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, ალექსანდრე ჯავშანაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, იოსებ დავითის ძე ქადაგიძე, მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ხირსის მონასტრის იღუმენი დიმიტრი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, მღვდელი არჩილ ალადაშვილი, გრიგოლ გრიგოლის ძე მირიანაშვილი, რომანოზ დავითის ძე მჭედლიშვილი, ოლღა ჩიკვაიძე (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი).

პირები
ოლღა ჩიკვაიძე რომანოზ დავითის ძე მჭედლიშვილი გრიგოლ გრიგოლის ძე მირიანაშვილი არჩილ ალადაშვილი ლევან დავითის ძე კობიაშვილი იღუმენი დიმიტრი (იონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი) კონდრატე (ნიკანდი) დავითის ძე ნინიკაშვილი იოსებ დიმიტრის (ტატოს) ძე ქადაგიძე გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი (კიკალაშვილი, კიკალეიშვილი) დიმიტრი ალექსანდრეს ძე მატიაშვილი მიხეილ ზედელაშვილი აბრამ ილიას ძე მატიაშვილი ათანასე ბებურიშვილი ვასილ იაგორის (გიორგის) ძე ალუღიშვილი პართენ თომას ძე გონაშვილი ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი ალექსანდრე ჯავშანაშვილი მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი ვლადიმერ ქოქიაშვილი ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი მარიამ ზაქარიას ასული ჭუჭულაშვილი სიმონ გულბათის ძე კიკილაშვილი
წყარო

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის ანგარიშის თანახმად, განყოფილების თავმჯდომარე იყო მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, მდივანი – მასწავლებელი ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ხაზინადარი – პროვიზორი სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია; გამგეობის წევრები: ბლაღოჩინი კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, მასწავლებელი რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი; სარევიზიო კომისიაში შედიოდნენ: მასწავლებელი ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, მასწავლებელი ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი.

პირები
წყარო

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის მიერ მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1915 წელს გამართულ წარმოდგენა-სეირნობებს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი და ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი, ბებიაქალი ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ზაქარია გლახას ძე სარალიძე, ალექსანდრე ილიას ძე ჯანყარაშვილი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას, საანგარიშო მოხსენების თანახმად, სამი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა, კერძოდ – ჯუგაანში, ქვემო და ზემო მაჩხაანში (ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 1915 წელს თორმეტი სხდომა ჩაატარა და ოცდათხუთმეტი საქმე განიხილა. ანგარიშის თანახმად, წევრთა დასწრების სურათი ასეთია: თავმჯდომარე კონდრატე ნინიკაშვილი და ხაზინადარი სოლომონ კურცხალია ყველა სხდომას ესწრებოდნენ, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი შვიდ სხდომას დაესწრო, იაკობ მენთეშაშვილი – ექვსს, ალექსანდრა მჭედლიშვილი – რვას, რაჟდენ კიკილაშვილი – ორს, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი – ხუთს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები მირზაანიდან იყვნენ გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი და ვასილ გიორგის ძე ალუღიშვილი, ახალციხიდან – სიმონ კოტრანის ძე ჩიქვანი.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ 16 სხდომაზე 45 საკითხი განიხილა. წევრთა დასწრების მხრივ ვითარება ასეთი იყო: მიხეილ მატიაშვილი სამ სხდომას ესწრებოდა, დიმიტრი გონაშვილი – ექვსს, იაკობ მენთეშაშვილი – შვიდს, კირილე ღვთისავარიშვილი – არცერთს (ორ სხდომას უნდა დასწრებოდა), ალექსანდრა მჭედლიშვილი – არცერთს (ავადმყოფობდა). ანგარიშს ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი ნიკანდი ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, განყოფილების წევრები – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი და იაკობ მენთეშაშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონსტანტინე მაქსიმეს ძე რუხაძე, პლატონ მერაბის ძე რუხაძე, რებეკა სოლომონის ასული რუხაძე, ნადეჟდა პლატონის ასული რუხაძე, ალექსანდრე ოქროპირის ძე რუხაძე, სამსონ ნიკოლოზის ძე რუხაძე და რომანოზ დიმიტრის ძე რუხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ლევან პეტრეს ძე პერტენავა, გრიგოლ პაპოვი, ნინო თეიმურაზის ასული პაპასკირისა, ნესტორ ამბაკოს ძე პატარაია, გრიგოლ დავითის ძე პაპასკირი, ივანე გერასიმეს ძე ჟორჟიკაშვილი, ალექსანდრა დიმიტრის ასული ჟურული, ბაგრატ ბეგლარის ძე ჟურული და სერაპიონ ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას სთხოვა, საქართველოს მთავრობის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რომ კავკავის ქართული სკოლის შესანახად გადაედო საჭირო თანხა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მე-4 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა მიხეილ ზაალიშვილის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. ხმათა უმრავლესობით საბჭოს თხოვნა დააკმაყოფილეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სერგო პავლეს ძე მაჭარაძე, ბარნაბა დავითის ძე მიქაძე, იონა გერასიმეს ძე მალანია, ზურაბ დავითის ძე მგალობლიშვილი, ლუარსაბ მოსეს ძე მეტრეველი, ხარიტონ სევასტის ძე მორჩილაძე, ილარიონ ივანეს ძე მასხულია და ბესარიონ ბეჟანის ძე მახარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონდრატე გიორგის ძე მეუნარგია, ოქროპირ სპირიდონის ძე მანჯგალაძე, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე მახარაძე, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მებუკე, იაგორ კაციას ძე მენაბდე, ქეთევან ივანეს ასული მესხი, თამარა იასონის ასული მარუაშვილისა და მინა მალაქიას ძე მარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ივანე ანდრიას ძე მგელაძე, ირაკლი ივანეს ძე მგელაძე, თეოფილე ნიკოლოზის ძე მელუა, ალექსანდრე მანუჩარის ძე მიქაძე, ლუკა პეტრეს ძე მიქაძე, ილია სევასტის ძე მორჩილაძე, სტეფანე სიმონის ძე მღებრიშვილი და პეტრე გიორგის ძე მანჯგალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს დიომიდე სოლომონის ძე მამალაძე, სევერიანე ოქროპირის ძე მელია, ილია ანტონის ძე მელია, ნინო ანტონის ასული მელია, კონსტანტინე დავითის ძე მაჭავარიანი, ილარიონ ივანეს ძე მახარაძე და ილია ანტონის ძე მაჭარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს მოსე გიტოს ძე ნინიძე, კალისტრატე ფილიპეს ძე ნოსელიძე, მირონ ვასილის ძე ომიაძე, ივდითი ნიკიფორეს ასული ომიაძე, ვასილ ფისანის ძე ოთხმეზური, აკაკი ივლიანეს ძე ოსიძე, კონსტანტინე სამსონის ძე ოსეფაშვილი და ივანე სპირიდონის ძე ოდიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის თხოვნა 6 სექტემბრიდან ერთთვიანი შვებულების მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა და მისი მოვალეობის შესრულება სეით იაშვილს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განსვენებული ილია წინამძღვრიშვილის სახელობის ფონდის გასაძლიერებლად 10 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება სკოლისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საბჭოთა რუსეთის მისიის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა კავკავის ეკლესიის ქონების დაბრუნებისა და სკოლის შენობის განთავისუფლების შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს დავით ნადირაძე, ყარამან გიტოს ძე ნინიძე, სოფიო ნიკოლოზის ასული ნაკაშიძე, დიმიტრი გიორგის ძე ნაკაშიძე, შალვა მიხეილის ძე ნასირაძე, დურსუნ ეფენდი ნაკაშიძე, მიხეილ ერმილეს ძე ნიკოლაიშვილი და ანდრია სიკოს ძე ნაცრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ილია წინამძღვრიშვილის დაკრძალვას გამგეობის ყველა წევრი დასწრებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილება ადგილობრივი სკოლის ქონების ქალაქის გამგეობისთვის დათმობის შესახებ. ქონება უნდა გადაეცათ გამოსაყენებლად, არა საკუთრებად.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნიკოლოზ დავითის ძე სხირტლაძე, იასონ ნიკოლოზის ძე სიორიძე, მელანია ივანეს ასული სიმონიძე, არჩილ დიმიტრის ძე სალუქვაძე, ლიდა გიორგის ასული სალუქვაძისა, მიხეილ ალექსანდრეს ძე საბახტარიშვილი, ალექსანდრე სოლომონის ძე საბახტარაშვილი და ნოე ვასილის ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნიკოლოზ ალექსის ძე სანოძე, კაპიტონ სიხარულიძე, შალვა ნიკიფორეს ძე სიხარულიძე, ნოე დიმიტრის ძე სანიკიძე, ქაიხოსრო კონსტანტინეს ძე სარიშვილი, მალინკი გიორგის ასული სიორიძე, თინათინ იაკობის ასული სიხარულიძე და ბესარიონ თევდორეს ძე სხირტლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.