რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. საზოგადოების წესდების მეშვიდე მუხლის თანახმად კრება კანონიერად ჩაითვალა, რადგან მას დაესწრო ხმის მქონე წევრების მეოთხედზე მეტი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: ლუბა დარასელია, პავლე ნადირაძე, ზინაიდა ჟორდანია და გრიგოლ ბეილინი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: გიორგი ხერხეულიძე, მართა ჟორდანია, აპოლინარია მაკალათია, მართა გოგოხია. სევერიანე დგებუაძე და ნესტორ დავითაია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, მიხეილ პატარაია და ანტონ ხაბურზანია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: ესმა ფაღავა, ივანე ოსიძე, ანდრია პატარაია და ნინა გეგელია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: აქვსენტი ფაღავა, კატო კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე და სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს საღამოს 8 საათზე დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას სთხოვა განყოფილების გამგეობის 1913 წლის მოქმედების ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის სასწრაფოდ გამოგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1918 წელს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე დაასახელეს გამგეობის წევრობის კანდიდატები: ნოე ჭანტურაია და იასონ გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები: ელენე ნადარეიშვილი და კირილე პაჭკორია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება, რომელსაც დაესწრო 110 კაცი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსი ძე მასხულია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს, 16:00 საათზე, დაბა გუდაუთაში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსის ძე მასხულია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი ალექსის ძე მასხულია, მდივნად – იასონ გიორგის ძე გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა იმ დღის 4 საათზე ჩატარებული საერთო კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსის ძე მასხულია.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა დეტალურ გეგმაში გულისხმობდა შემდეგს: როგორი წიგნის გამოცემას აპირებდა სასკოლო სექცია, რამდენი უნდა დახარჯულიყო თანხა, რომელი წიგნები ჰქონდა არჩეული გამოსაცემად – ეს ყველაფერი სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმაში უნდა ჩაეწერა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარე იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა შემდეგი წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დაახლოებით 8596 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, კრებამ განიხილა შემდეგი საკითხები: 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, მღვდლისა და მკითხველის არჩევა, გამგეობის წევრების არჩევა. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსის ძე მასხულია.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წერილობით აუწყა მთავარ გამგეობას, რომ 4 ივლისს წევრთა საერთო კრებაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენებები და მოიწონეს გამგეობის მომავალი მოქმედების გეგმა. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა და მდივანი კარპეზ ბერიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში მაჩხაანის ფილიალის თავმჯდომარე (მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) წუხილს გამოთქვამდა უთეატრობის გამო, რადგან საგანგებო შენობის უქონლობა ხელს უშლიდა წარმოდგენების გამართვას განყოფილების სასარგებლოდ. თავმჯდომარის თქმით, თეატრის ასაშენებელი თანხის შესაგროვებლად ხუთი ყულაბაც კი ჰქონდათ დადგმული სხვადასხვა ადგილას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების სავარაუდო შემოსავალი 670 მანეთს შეადგენდა, მათ შორის: 150 მანეთი საწევროებიდან იყო, 50 მანეთი – ყულაბებიდან, 100 მანეთი – წარმოდგენა-სეირნობებიდან, 200 მანეთი – წიგნების საწყობებიდან, 40 მანეთი – შემთხვევითი შემომწირველებისაგან. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა, ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილმა