ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1909

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ალექსანდრე მაქსიმეს ძე გაფრინდაშვილი, გიორგი კონის ძე წერეთელი და ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ ექიმ ივანე გედევანის ძე გომართელისგან მის მიერ შედგენილი ასტრონომიის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ ნებართვა მიიღო.

1909

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ იროდიონ ევდოშვილის რამდენიმე მოთხრობა შეიძინა (ჰონორარი 100 მანეთი) და ცალკე წიგნად გამოსცა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ სოფელ ზოდში სამკითხველო გახსნა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების 1914 წლის შემოსავალი 440 მანეთს შეადგენდა, გასავალი – 412 მანეთს.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების 1915 წლის შემოსავალ-გასავალი 320 მანეთს შეადგენდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებას სოფელ სავანეში მცხოვრებმა აბაშიძეებმა ერთი ქცევა (მიწის საზომი ერთეული დასავლეთ საქართველოში, უდრიდა დაახლოებით 3600 კვ. მ.) მიწა აჩუქეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქონების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს დომინიკა ერისთავის თხოვნა, სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხად მიცემის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობისგან ითხოვს გადაუდებელ შეწევნას ახალციხის განყოფილების დაფუძნების საქმეში, სახელდობრ: უგზავნის 5-კაციანი საინიციატივო კომისიის წევრთა სიას, რათა თბილისმა ერთ-ერთ მათგანს, როგორც პოლიტიკურად კეთილსაიმედო პირს, მიანიჭოს ოფიციალური უფლებამოსილება მხარის გუბერნატორსა და მაზრის უფროსთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.

1909

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ახალციხიდან იტყობინება, რომ მისი ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა ქალაქის საკრებულოს დარბაზში თავი მოეყარა მაზრის მკვიდრი ქართველობისთვის, რათა განეხილათ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ახალციხის ფილიალის დაარსების საკითხი, მაგრამ ამ განზრახვას წინ აღუდგა მაზრის უფროსი – მან ქართველებს არ დართო შეკრების ნება.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 21 თებერვალს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ თბილისის გამგეობას გაუგზავნა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაფუძნების საინიციატივო კომისიის წევრთა სია: თამარა გიორგის ასული ვაჩნაძისა, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი და კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე.

1909

ტიპი: ავტორობა

ზედაზნის მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ იოანეს წერილიდან ვიგებთ, რომ 1909 წლის 23 თებერვლისთვის უმიწოდ დარჩენილი, უღარიბესი მონასტრის საარსებო წყარო იყო მხოლოდ 332 მანეთი და 50 კაპიკი, რომელსაც ყოველწლიური სარგებლის სახით იღებდნენ იმ 10 000 მანეთიდან, რომელიც ნეტარხსენებულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ შესწირა მონასტრის გახსნას ოციოდე წლის წინ და ასევე – ის აღთქმული სურსათ-სანოვაგე, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და ლევან ციციშვილის მამულებიდან ეძლეოდათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პროტოკოლი ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულების ლიკვიდაციის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს კონსტანტინე გვარამაძის განცხადება საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაარსების შესახებ და გადაწყვიტეს, ეს საკითხი თამარ ვაჩნაძისთვის მიენდოთ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 27 თებერვალს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილების დაკანონება სთხოვა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში არსებობდა პედაგოგიური, საფინანსო, საბიბლიოთეკო და თეატრალური კომისიები.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 27 თებერვალს პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე და კ.ი. ჭელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 27 თებერვალს პეტრე ივანეს ძე მეფისაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი და ალექსანდრე იოსების ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბარნაბა გელაზანიას განცხადება ბათუმის სკოლაში ხელახლა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარმოუდგენლობის გამო შუამდგომლობას ვერ აღძრავდნენ და გელაზანიას მაგივრად სხვა კანდიდატის წარდგენა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 28 თებერვალს შედგენილი რუსული ხელნაწერი წარმოადგენს დასაბეჭდად გამზადებულ ოფიციალური მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების №25 წესდება ითვალისწინებს ფილიალების გახსნას სხვადასხვა მხარეში, რის საფუძველზეც, თბილისის გამგეობა სამაზრო ხელისუფლებას სთხოვს მიიწვიოს ახალციხის განყოფილების დაარსების მსურველი ქართველები ამ საკითხზე სათათბიროდ. ხელნაწერის მარგინალია მიუთითებს, რომ გამგეობის ნდობით აღჭურვილ პირად ივარაუდება თამარ ვაჩნაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს აკაკი წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავის იუბილეზე მიღებული ნივთების შესყიდვის თხოვნით მიმართა. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს საგარეჯოს სკოლის მასწავლებელმა გიორგი ბოჭორიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ჯამაგირის მიღებამდე 10 მანეთი ესესხებინათ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.