რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 ივნისს შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს მიმართა განცხადებით, რომელშიც ბიძის ანდერძის დამტკიცებამდე ითხოვდა 200 მანეთს, რადგან ამ თანხის გარეშე ვერ შეძლებდა ინსტიტუტის დამთავრებას, კერძოდ: 20 მანეთი სექტემბერში სახელმწიფო გამოცდებზე დასაშვებად იყო საჭირო, 60 მანეთი – კიევში გასამგზავრებლად და უკან გამოსაბრუნებლად, 120 მანეთი კი ის ოთხი თვის სტიპენდია იყო ერთად, რომელიც ბიძას უნდა მიეცა სწავლის დასრულებამდე სამყოფად (ფულის გასაგზავნად მითითებულია მისამართი: ქ. გორი, ახალბედაშვილის სახლი – სტუდენტ შალვა გოგებაშვილს).
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 11 ივლისს იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლები (შ. ზ. დედაბრიშვილი, ს. ზ. მგალობლიშვილი, ვალერიან გუნია) თხოვნით მიმართავენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის დამტკიცებამდე სესხად მისცენ 200 მანეთი, რომელიც განსვენებულის ზოგიერთი საქმის მოსაწესრიგებლად არის საჭირო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართეს იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებმა – ს. მგალობლიშვილმა, ა. ღულაძემ და ვ. გუნიამ: სესხად ითხოვდნენ 20 თუმანს (200 მანეთს), რომელიც განსვენებულის ზოგიერთი საქმის მოსაწესრიგებლად სასწრაფოდ იყო საჭირო, ანდერძის დამტკიცებამდე კი აღმასრულებლები ხელს ვერ ახლებდნენ ნაანდერძევ ფულს.
1912
ტიპი: ავტორობა
კიევის კომერციული ინსტიტუტის II კურსის სტუდენტმა იოსებ გიორგის ძე ირემაშვილმა 1912 წლის 1-ელ სექტემბერს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთ, რომ თუ სტიპენდიას ვერ დაუნიშნავდნენ, იქნებ განსვენებულის უკანასკნელი სურვილის აღსრულება მაინც მოხერხებულიყო და იაკობ გოგებაშვილის მიერ სიტყვიერად ნაანდერძევი 300 მანეთით დახმარებოდნენ – მოანდერძის წიგნების მოგებიდან ერთიანად თუ არა, ნაწილ-ნაწილ მაინც გადაერიცხათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივ ქართულ სკოლაში მასწავლებელ დოროთე უჩანეიშვილის მუშაობას არ გამოუღია სასურველი შედეგი. ბავშვებს აკლდათ ცოდნა და განვითარება, სკოლაში არ იყო დაცული დისციპლინა და წესრიგი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი ვერ ეგუებოდა ზუგდიდის ნესტიან ჰაერს და ხშირად ავადმყოფობდა. სწორედ ავადმყოფობას მიიჩნევდა გამგეობა მისი უნაყოფო მუშაობის მიზეზად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ ბათუმის განყოფილებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეეძლოთ ადგილობრივი ქართული პირველდაწყებითი სკოლა უმაღლეს დაწყებით სკოლად გადაეკეთებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას და სად ინახავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამტრედიის გამგეობის თხოვნა მილიონიანი კრედიტის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილეს.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3 000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. დასახარჯი ჰქონდა, მაშინ, როცა ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნების დაბეჭდვა შეეძლო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის უფროსი ნოქრის თანაშემწის, ივანე მელაძის თხოვნა 1-თვიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 7 ნოემბერს აკაკი წერეთლის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებდა სამოსახლო ადგილს შენობით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების გამოცემათა უფასოდ დარიგების აკრძალვის შესახებ. მომხსენებლის აზრით, გამგეობის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არ უნდა მიეცათ ისინი უფასოდ, რადგან ეს დიდ ხარჯებს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების თითო გამოცემა მიეცათ უფასოდ გამგეობის წევრებისა და მოსამსახურეებისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებას 75654.74 მანეთი ჰქონდა, 73999.59 მანეთი კი გასცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებმა უფასო სამკითხველოსთვის საჭირო ხარჯების დასაფარად 8192.85 მანეთი გამოყვეს, საკანცელარიო და სამმართველო ხარჯებისთვის კი — 2712 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებმა წიგნის მაღაზიას 28543.62 მანეთი ასესხეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასახმარებლად 100 მანეთი გასცეს, ხოლო ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად 1282 მანეთი გამოყვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიაში დროებით მიწვეული ნოქრებისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.