რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შედგენილი პროექტი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის საქმის წარმოების შესახებ. გოგიჩაიშვილს დაევალა გამგეობის შენიშვნების მიხედვით გეგმის ჩასწორება და შემდეგ დასამტკიცებლად წარდგენა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე კვლავ განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. 9 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბიბლიოთეკისთვის გადადებული თანხა დახარჯული იყო, მცდარი აღმოჩნდა. გამგეობამ დარჩენილი თანხიდან ბიბლიოთეკისთვის „დროების“ გამოწერა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა, წინასწარ მიეცათ თავისი ფონდიდან ათას ხუთასი მანეთი. გამგეობამ გაითვალისწინა ფონდის წესები, რომელთა მიხედვით ამის უფლება არ ჰქონდათ, და უარი უთხრეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თავადაზნაურობის სამიწათმოქმედო კომისიას აცნობა, რომ ილიას საგურამოს მამულის ლიკვიდაცია შეფერხებული იყო და ლიკვიდაციისთვის ალექსანდრე ყიფშიძის სახელზე სესხად გაცემულ 2 000 მანეთს დროულად ვერ დააბრუნებდა. გამგეობა იმედს გამოთქვამდა, რომ ვალს პირველი შესაძლებლობისთანავე გადაიხდიდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მდივანი დაკეტავდა საზოგადოების წიგნის მაღაზიას, რომელსაც მომდევნო კვირის ორშაბათამდე ჩაიბარებდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი, სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განსახილველად დასვა საკითხები: ვინ იყო საზოგადოების წიგნის მაღაზიაზე პასუხისმგებელი, როგორ აენაზღაურებინათ დანაკლისი და რა ზომები უნდა მიეღოთ მომავალში ზარალის თავიდან ასაცილებლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ მდივან სამსონ ფირცხალავას შეცდომა იყო, რომ საჭიროდ არ მიიჩნევდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის კონტროლს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობაზე დატოვება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, საზოგადოების წიგნის მაღაზია დაუყოვნებლივ დაეკეტათ, სანამ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა არ ჩაიბარებდნენ და დროებით დანიშნულ გამგეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს არ გადასცემდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 21 მაისს შიო ქუჩუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადააყენა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის ახალი გამგის დანიშვნის საკითხი. გიორგი ყაზბეგის აზრით, გამგედ ბუღალტერი ედილაშვილი უნდა დაენიშნათ. ფილიპე გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ჯობდა ედილაშვილი ბუღალტრად დარჩენილიყო, გამგედ კი დროებით საზოგადოების გამგეობის რომელიმე წევრი დაენიშნათ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 21 მაისს ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დროებით გამგედ დაინიშნა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გაუმართავ მუშაობაში ბრალი მიუძღვოდა საზოგადოების ძველ გამგეობას და არა – ახალს. მისი აზრით, მაღაზიის დანაკლისის საქმე საზოგადო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი გამოვიდა წინადადებით, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ დაეტოვებინათ და მისთვის ყოველთვიურად დაექვითათ ხელფასის ნაწილი, რის საშუალებითაც მაღაზიის დანაკლისს შეავსებდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ მდივანს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების წიგნის მაღაზიის მდგომარეობის შესახებ განმარტება მოსთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიის შტატის შედგენა და მაღაზიაზე პასუხისმგებლობა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის დაევალებინათ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – წიგნებით დახმარებოდნენ პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ სახალხო ბიბლიოთეკას – გადაიდო.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობაში შევიდოდნენ თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხლავა.