რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
ეპისკოპოს დავით ალავერდელის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის ყოველწლიური 400 მანეთის შემოწირულობით 1909 წლის 15 ოქტომბერს ბათუმის ოლქში ქართველი მაჰმადიანებისათვის დაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა უკრაინული საზოგადოების, „ჩას“ თხოვნა ქართული პოეზიის თარგმნაში დახმარების შესახებ და ეს საქმე მდივან სამსონ ფირცხალავას დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა ბიბლიოთეკის წიგნებისა და ხელნაწერებისთვის ყდებისა და ბუდეების დამზადებაზე ზრუნვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ იაკობ ნიკოლაძის მიერ შედგენილ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი ესკიზებს. გამგეობამ ესკიზები მოიწონა და გადაწყდა, ნიკოლაძისთვის 1000 მანეთი გაეგზავნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ნიკოლაძისეული ახალი ფოტოესკიზების განსახილველად 1909 წლის 22 ოქტომბერს, 7 საათზე, კანცელარიაში მიიწვია მხატვრები – გიორგი ივანეს ძე გაბაევი, ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი და ჰენრიკ თეოდორის ძე ჰრინევსკი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობამ განიხილა ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა ვალის სანაცვლოდ მისგან წიგნების მიღების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბეჟანიშვილს უნდა წარედგინა წიგნების სია ფასისა და ეგზემპლარების რაოდენობის მითითებით.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ოქტომბერს სამსონ ფირცხალავამ შეატყობინა საფრანგეთში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მისეული ფოტოესკიზები და მისთვის 1200 მანეთის გაგზავნა გადაწყვიტა. ფირცხალავას იმედი ჰქონდა, რომ ბრინჯაოს ქანდაკებაც ისეთივე კარგი გამოვიდოდა, როგორიც ესკიზზე იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა განაცხადა საზოგადო კრების თარიღის დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადო კრებას 29 ნოემბერს მოიწვევდნენ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ დავით სარაჯიშვილის განკარგულებით მათთვის უნდა გადაეცათ 500 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. შეტყობინებას ხელი მოაწერა კანტორის მთავარმა რწმუნებულმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის ნოემბერში ალექსანდრე ჯაბადარმა ქვეყნიდან გამგზავრების გამო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების მფლობელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500 მანეთი გადაურიცხა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, საგურამოს მამული 1891 წელს ბანკის დამფასებელს 43 828 მანეთად შეუფასებია, ბანკის გამგეობას კი – 40 000 მანეთად. მარტო სახლის აშენება 20 000 მანეთზე მეტი დაჯდომია ილია ჭავჭავაძეს: ქვითკირის სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე 3 ოთახი იყო, მეორეზე – 4, მესამეზე – 2; სახლს სამი აივანი ეკრა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის მფლობელობაში შემავალი 286 დესეტინა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: სახლისთვის განკუთვნილი – 1,5 დესეტინა, სახნავი და საძოვარი – 141,5 დესეტინა, საბოსტნე – 4 დესეტინა, ტყე – 113 დესეტინა, სავენახე – 107 დესეტინა, უვარგისი – 9 დესეტინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საზოგადოების პერიოდული გამოცემის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება, რომ გამგეობას გაემართა საღამო, რომლიდან შემოსული თანხაც საზოგადოების საქმეებს მოხმარდებოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამო 22 დეკემბერს დაინიშნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, საზოგადოებას ჰქონოდა პერიოდული გამოცემა. გამგეობა დაეთანხმა. ადმინისტრაციული სექციის დადგენილებით, მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანდნენ გამოცემისთვის საჭირო თანხას, საზოგადოების ბაქოსა და ქუთაისის განყოფილებებს კი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პავლე დადვაძის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის, მიხეილ გაჩეჩილაძის, კონსტანტინე თუმანიშვილის, ვასილ გადილიას, ზაქარია ჭიჭინაძსა და იოსებ მერკვილაძის თხოვნა, გამგეობას მოეწყო წიგნით მოვაჭრეებისა და გამომცემლების კრება. გამგეობამ კრების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე ატყობინებს თბილისის გამგეობას, რომ ქუთათურ ვაჭრებს სურთ, თბილისელ ვაჭართა მსგავსად, ერთი დღის მოგების გარკვეული ნაწილი გადასცენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებას და ამ საქმეში ითხოვენ გამოცდილების გაზიარებას, სახელდობრ: აინტერესებთ, როგორ ადგენენ თბილისელები დღიური მოგების რაოდენობას და რამდენ პროცენტს ურიცხავენ საზოგადოებას.