რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე ციმბირში გადაასახლეს, სადაც 8 წელი გაატარა და სამშობლოში დასუსტებული დაბრუნდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 3000 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 3 ოთახისგან შედგებოდა. პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას განცხადება გარდაცვლილი მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის ნაცვლად ნაძალადევის ბიბლიოთეკაში სხვა პასუხისმგებელი პირის წარდგენის შესახებ. გადაწყდა, რომ ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი გაეგზავნათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე მდივანს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის საბუთების შემოწმება დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით „ჯეჯილის“ 20 წლის საიუბილეო დღესასწაულს საზოგადოების წარმომადგენელი ლუარსაბ ბოცვაძე უნდა დასწრებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საისტორიო-საარქივო სექციის განცხადება პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონის შესახებ. ლექსიკონი გრიგოლ დადიანის პრემიაზე იყო წარდგენილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ტერეზა ხმიადაშვილისთვის სასკოლო სექციაში მუშაობა ეთხოვათ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმების მიხედვით, სამუზეუმო კომისიის წევრები იყვნენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, მღვდელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე, მღვდელი ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ვახტანგ მუსხელაშვილი და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ქაღალდის პორტფელი, რომელშიც იდო საათი, ზოგიერთი მისი ხელნაწერი, ორი საფულე – ერთ-ერთში იყო ქართული თეთრი ფული, ფანქრები, კალმები, კალმის ყუთი, კალმის დანა და პატარა მაკრატელი. ყველა ეს ნივთი შესანახად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ტყავის პორტფელი, რომელშიც ინახებოდა მისი სხვადასხვა პირებთან მიმოწერა. ასევე, ქაღალდის პორტფელი თხზულებითურთ მეხუთე ტომისთვის მომზადებული მასალებით.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: იაკობ სტეფანეს ძე პატრიკეევი, მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე და ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს პლატონ სიმონის ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დეკანოზი იაკინთე გორგაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების მდივანი იყო.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს ვარდენ ჩხაიძე სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ გადაასახლეს ციმბირში. 1913 წელს ის შეიწყალეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წლის 3 მაისს დაიწყო, ერთი საზოგადო და 6 გამგეობის სხდომა ჩაატარა, რომელთაც ყველა წევრი ესწრებოდა (თავმჯდომარის გარდა), და 11 საქმე განიხილა. 1909 წელს თელავის განყოფილებას სკოლა და ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.