ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909-10 წლებში ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე არალეგალურად ცხოვრობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1917 წლებში უცხოელთა თანაგრძნობა თედო სახოკიას იმედს უსახავდა, რომ საქართველოს სახელი პოპულარობას მოიპოვებდა საზღვარგარეთ.

1909

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1909 წელს თედო სახოკიამ ოლივერ უორდროპი ლონდონიდან ნახევარ საათის სავალზე მდებარე სოფელ სევენოკში გაიცნო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის „ხეთი და ნაირი“ დაიბეჭდა ჟურნალში „განათლება“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომმა „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ევროპელ მკითხველთა ყურადღება მიიქცია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს მონპელიეში აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანმა დაწერა ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა „ხეთი და ნაირი“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავყრილობა, რომელსაც შიო მღვიმელიც ხშირად ესწრებოდა, იყო ერთადერთი შესახვედრი და დასასვენებლი ადგილი, სადაც შეიძლებოდა პროვინციებიდან ჩამოსულთა ნახვა და ავ-კარგის გაგება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მიმსვლელთაგან არავის ექომაგებოდა გამორჩევით და ამიტომაც ყველას თავის შიოდ მიაჩნდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხულმა ტიგრან კაჩაროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 1909 წელს პარტია ნოე ჟორდანიას დავალებების შესრულებაში ყოველთვიურად 50 მანეთს უხდიდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ზაკუსოვი იყო გურიის მაზრის უფროსი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს, როცა თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დაბრუნდა, ქალაქის საბჭომ სასწავლო ოლქის წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთში რეალური სასწავლებლის დაარსების თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეს სასწავლებლისათვის ბავშვების მომზადება დაავალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეც მიიწვია ამ საქმის განსახორციელებლად.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ცხინვალის განყოფილების წევრი დავით ჯავახიშვილი თბილისში იმყოფებოდა და შეეძლო საწევრო თანხის საზოგადოებისთვის წარდგენა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ საზოგადოების მრავალ წევრს ცხინვალიდან მხოლოდ თითო მანეთი ჰქონდა შეტანილი და იმ დროისთვის მეტის საშუალება არ ჰქონია. საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი თავის თავზე იღებდა თანხის შეძლებისდაგვარად შეკრებასა და საზოგადოებისათვის წარდგენას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძემ საწევრო თანხა შეიტანა წინა წლის სექტემბერში. საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს აინტერესებდა, ეს თანხა წინა წლის გადასახადად ჩაითვლებოდა თუ იმ წლისად.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ მათ მიერ შეკრებილი საწევრო თანხა შეადგენდა 93 მანეთს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა საზოგადოების რამდენიმე ძველი წევრი ცხინვალიდან, მაგ. სარდიიონ ამირეჯიბი, ილია სოლომონის ძე უზნაძე და საზოგადოებას შეეძლო მოეთხოვა მათთვის საწევროს გადახდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: სოლომონ (ჩიტა) ანდრიას ძე კასრაძემ, იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილმა, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელმა, დავით დავითის ძე კობალაძემ, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელმა, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძემ, ვასილ გაბრიელის ძე მჟნოვმა, მარიამ გიორგის ასულმა წინამძღვრიშვილისამ, იოსებ ისაკის ძე კასრაძემ და მიხეილ ანდრიას ძე მაისურაძემ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: მიხეილ ხარიტონის ძე ონიაშვილმა, მარო ივანეს ასულმა დავითაშვილისამ, მღვდელმა ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელმა, თამარა გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვისამ, აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილმა, ისაკ ილიას ძე ბოსტოღანაშვილმა და იულია რაჟდენის ასულმა კვალიაშვილისამ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: სანო სვიმონის ძე გელაშვილმა, მოსე ანტონის ძე ბეთეშვილმა, სოფიო გიორგის ასულმა ერისთავმა, ფარსადან ევსევის ძე ლაშხმა, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძემ, ეფემია ანდრიას ასულმა მაჩაბელმა, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილმა და ლიუდმილა ალექსანდრეს ასულმა მაჩაბლისამ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: დავით ივანეს ძე ბაქრაძემ, გიორგი დიმიტრის ძე კვალიაშვილმა, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილმა, ნიკოლოზ ალექსის ძე ხმიადაშვილმა, მღვდელმა ზაქარია საძაგლიშვილმა და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს დავით ძაძამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშაში მასწავლებლად გაგზავნა.