ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოს ანსაბლი აფორმებდა, მათ შორის კახელების ფოლკლორული გუნდი თავისი არაჩვეულებრივი სიმღერებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე ქალაქის მერი მის გვერდით იჯდა, რომელიც საღამოს უძღვებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე საყოველთაო ყურადღებისა და პომპეზური მიმართვების ობიექტი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე თბილისის საუკეთესო მოცეკვავეებმა არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას ხალხი ქუჩაში ზეიმობდა და მათ სახლის აივნიდან ესალმებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის ძალას, ნათელ მზერას, თვალების ელვარებას საკუთარ შვილებშიც ხედავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე მისი და ბავშვების სადღეგრძელო შესვეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უზომოდ უყვარდა და გამუდმებით მასზე ფიქრობდა. მისი პორტრეტის ცქერით იწყებოდა და სრულდებოდა დღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებისთვის ყველაზე მეტი შრომა გასწია და ეს ყველამ იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ უჭირდა მოპოვებული გამარჯვების – მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების გაანალიზება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართული საღამო მისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული დღე იყო ცხოვრებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბოლშევიკების გააქტიურება და საკვების მარაგთა ნაკლებობა ხელისუფლებისთვის მთავარ საფიქრალს წარმოადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისის დაკრძალვის პროცესიას რაღაც მანძილზე გაჰყვა მშვენიერი საგალობლის, „კოსლავენის“ თანხლებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ოლივერ უორდროპმა ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვაზე მისი კუბო გაატარა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, თუკი ადამიანს რაიმე ძალიან სურდა მაინც მიიღებდა მას მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი ხნის ლოდინი დასჭირვებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებასთან დაკავშირებით, სამთავრობო უწყებებმა, ბანკებმა და სხვა დაწესებულებებმა მუშაობა შეაჩერეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, არ ნანობდა 33 წელი რომ ელოდა მიზნის მიღწევას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებასთან დაკავშირებით, ეკლესიის ზარები საზეიმოდ რეკდნენ. ქალაქში საყოველთაო ზეიმი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებასთან დაკავშირებით, მისი აივნიდან გადაკიდებული დროშა ამაყად ფრიალებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მთავრი იყო ადამიანს ჰქონოდა მიზანი, რომლისთვისაც ღირდა ბრძოლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 14 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღე იყო და მის აღსანიშნად დიდი ზეიმი უნდა გამართულიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას 30 წელი ელოდა და ისიც აღსრულდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების შესახებ.