ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ფილტვების ანთება საკმაოდ გავრცელებული იყო სომხეთში და ამ მრხივ, არც თბილისი იყო უსაფრთხო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვას დაესწრნენ ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაულ არტილერიასთან ერთად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვის ცერემონიალი დიდხანს გაგრძელდა. ბევრი სიტყვა წარმოითქვა. ბერძნებმა უამრავი ცრემლი დაღვარეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ უამრავი ხელნაწერი იყიდა ძალიან იაფად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ უგზავნიდა ჟურნალ „ჯეჯილის“ ბოლო ნომერს, რომელშიც მარჯორის შესახებ ორი სტატია იყო დაბეჭდილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის რედაქტორობის 30 წლის იუბილეზე, ოპერის თეატრი ბავშვებით იყო სავსე, სცენაც მათ ეჭირათ, მშვენიერ ეროვნულ სამოსში გამოწყობილები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ირგვლივ მხიარულება სუფევდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს თავის მიერ დაარსებული ჟურნალ „ჯეჯილის" რედაქტორობის 30-წლიან იუბილეზე სხვა ხანდაზმულ ქალებთან ერთად ძალიან გაუხარდა ოლივერის დანახვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს 30 წელი შეუსრულდა, რაც „ჯეჯილი“ მისი რედაქტორობით გამოდიოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ცოტა ხნით ოპერაში იყო წასული, რათა ტასო წერეთლის 30 წლიანი რედაქტორობის იუბილეს დასწრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრი საინტერესო, მაგრამ არასასიამოვნო რამ ხდებოდა. ისევ ძალიან დაკავებული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ელოდებოდა იმ დროის დადგომას, როცა ისევ ერთად იქნებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ამბავი შეიტყვეს ქვეყანაში, სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელი ლოცვა გადაიხადა კათალიკოსმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის კარიერაში კრიტიკული პერიოდი შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ან ძალიან მალე დასრულებულიყო, თავად თავდაუზოგავი შრომისა და ოპტიმიზმის შენარჩუნების გარდა არაფერი შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო აღარ რჩებოდა. იმდენი რამ იჩენდა თავს, ვერც კი აღწერდა, მაგრამ როგორმე გადაურჩებოდა რთულ დღეებს. მზის სინათლე ცხოვრებას უმარტივებდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატიასიანი ესტუმრა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე – დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბევრი ისაუბრეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, კიდევ ერთხელ შეამოწმა მისი გამოგზავნიილი ნივთები იმ იმედით, რომ იქნებ სადმე წერილი ეპოვა და 6-9 დეკემბრის წერილი ნახა, ასევე დედამისის ბარათი, რომელიც მისივე ნაჩუქარ წიგნში იდო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სამხრეთ რუსეთში განვითარებული მოვლენები თბილისის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპი მეუღლის მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გაკვირვებას გამოხატავდა, მისი არყოფნის მცირე დროში შვილების გაზრდის შესახებ. განსაკუთრებით, ნინო და ჯეიმსი აკვირვებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შესაძლო იყო ვალენტინობას შეხვედროდნენ ერთმანეთს და ერთად ყოფილიყვნენ. მანამდე კი, სანამ თბილისში იყო საჭირო და შეეძლო ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა, ვერ დაუბრუნდებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, არ სურდა იმაზე ფიქრი, რომ აღდგომამდე მის გარეშე მოუწევდა ყოფნა. შესაძლო იყო ვალენტინობას შეხვედროდნენ და ერთად ყოფილიყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და სულ ასე იქნებოდა. ცხოვრებას უადვილებდა იმაზე ფიქრი, რომ რაც მოხდა აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რამდენიმე დღეში ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები უნდა შეკრებილიყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო განვითარებული მოვლენების ფონზე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისმა გამოგზავნილმა ნივთებმა სახლის ატმოსფერო შეუქმნა და ძალიან აბედნიერებდა.