ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (თამაშობა თუ ცხოვრება) მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისს ბახმაროში დადგეს აღალო თუთაევის „ბედმა მიღალატა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივლისს ხონში, წარმოდგენების სეზონის გახსნაზე, სათეატრო გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა პოლიევქტო კიკალიშვილმა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ბეგლარ ახოსპირელი, იოსებ მჭედლიშვილი, მელქო აჯიმამუდოვი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 ივლისს ხონში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ დადგეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ წიგნების მაღაზიის გასახსნელად კრედიტი სთხოვა და კრედიტზე პასუხისმგებელ პირთა სია გაუგზავნა, რომელშიც იყვნენ: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, ანასტასია რაფიელის ასული კახიძე, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარ ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი და გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ საზოგადოების თელავის განყოფილებამ გადაწყვიტა 15 აგვისტოდან ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, არაუგვიანეს 5-6 აგვისტოსა ასი თუმნის კრედიტის მიცემა ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის ღია წერილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „კიდევ ავტორთა ჯილდო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძისადმი მიძღვნილი ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილის ლექსი „მოგონება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ბედო პირშავო!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 14 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების შესახებ („სიძე-სიმამრი“ და „ოთხი იმერელი“).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ივლისს ბათუმის სკოლის პედაგოგ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ – 400, ხოლო საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 80 მანეთი პენსია დაუნიშნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 ივლისს ხონში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ ნატალია ჯავახიშვილის, თამარა გოგოლაშვილის, ვალერიან შალიკაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ მე-8 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ჩვენი ტკივილები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელ აგვისტოს ხონში ნიკოლოზ გვარაძის ბენეფისზე „პირველი მერცხალი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ნოველა „ხელთათმანები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვინ ვინ მოჰკლა?!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის წერილი „ჩემი შთაბეჭდილებანი“ (დაბა სურამი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი „ნ. გვარაძის ბენეფისი ხონში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „სასაფლაოზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სამსხვერპლო და ქურუმი“.