ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „მოთამაშე ქათმები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე ჭავჭანიძის პიესა „ყრუ სოფელში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აგვისტოში შილდაში დადგეს ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“ ბეგლარ ახოსპირელის მონაწილეობით.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის აგვისტოში ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ავად გახდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, მსახიობის ნატო გაბუნია-ცაგარლის ცხედარი გვირგვინით შეემკოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის აგვისტოში დრამატული საზოგადოების გამგეობამ თბილისის გუბერნატორს კოჯორში დეპეშა გაუგზავნა და ნატალია გაბუნიას დაკრძალვაზე სამხედრო მუსიკის დაკვრის ნებართვა სთხოვა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აგვისტოში თბილისის თვითმმართველობამ დაადგინა, გვირგვინით შეემკოთ ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და პანაშვიდი ზუბალაშვილების სახალხო სახლში გადაეხადათ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში სომხური წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, ნატო გაბუნია-ცაგარლის ხსოვნის პატივსაცემად გვირგვინისთვის საჭირო თანხა ქალაქის უფასო სასადილოსთვის გაეგზავნა და დაკრძალვას დასწრებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ვასილ ხუნდაძემ ნატალია გაბუნიას ფონდს 25 მანეთი შესწირა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ხაშურის საზოგადოებამ დაადგინა, გვირგვინით შეემკო ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და დაკრძალვაზე წარმომადგენლად მთავარდიაკვანი იოსებ კვალიაშვილი გაეგზავნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში მსახიობი ნიკოლოზ გოცირიძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ 7 თვით მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 აგვისტოს ილია ბახტაძემ სამტრედიის 2-კლასიან სასწავლებელში წაიკითხა ლექცია „ახალგაზრდა ქართველი პოეტები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული თეატრის მოღვაწეთა მიმართ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „მამლაყინწობა თუ შეთანხმება?!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიყვარული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის სტატია „მემკვიდრეობის დრამა“ (ტრ. რამიშვილი – „საბედისწერო დამბაჩა“)

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის ლექსი „შვილი მუშა ბოქულაძისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას წერილი „წარსულიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 31 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენის „ფული და ხარისხი“ შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ქვიტირში გამართული წარმოდგენის („არსენა“) შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ხაშმში ადგილობრივი სცენის მოყვარეებისა და იოსებ იმედაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს ივანე გომართელის პიესა „ქოხში“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „დედის ერთა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ილია ბახტაძემ სამტრედიის 2-კლასიან სასწავლებელში წაიკითხა ლექცია დანიელ ჭონქაძის შესახებ.