ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს ალექსანდრე ხატისიანთან პატარა ვახშამი გაიმართა, საზეიმო სიტყვებისა და ცერემონიალის გარეშე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან სურდა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა, მაგრამ ვერაფერს დაჰპირდებოდა, რადგან არამდგრადი იყო ირგვლივ არსებული სიტუაცია.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან უჭირდა მისგან შორს ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ მისგან გამოგზავნილი 23 დეკემბრით დათარიღებული წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ასევე, მოუთმენლად ელოდებოდა ბარათს შობის ამბებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისთან შედარებით ერევანში უფრო ციოდა. გრეისი სახლს კარგად ათბობდა და მშვენივრად ზრუნავდა მასზე. თავს კარგად გრძნობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ შუადღემდე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. ნაშუადღევს კი – მინისტრებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მეგობრად მიიჩნევდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მის პატივსაცემად გამართული ბანკეტი მშვენიერი გამოვიდა, მასპინძლებმა მისი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა წარმოთქვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს საღამოს 9 საათზე ოლივერ უორდროპი წავიდა ერევანში მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინა მისიის შენობასთან მისულმა ხალხმა და ორკესტრმა. ისინი მის გამოჩენას ელოდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვარს ოლივერ უორდროპი ერევანაში ჩავიდა ორ საათზე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აღდგომას გულში ჩაიკრავდა და აღარასდროს გაუშვებდა მანამ, სანამ ცოცხალი იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სწუხდა ბაქოში მოგზაურობის შემდეგ ერევანშიც რომ უეითის წაყვანა უწევდა. მას დასვენება სჭირდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვითარება საკმაოდ მძიმე იყო ერევანში და ამ მხრივ, არც თბილისსა და ბაქოს ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, იმედოვნებდა ერევანში გამგზვრებისას რკინიგზაზე არ დარჩებოდა. იქ სასტიკი ზამთარი იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო შავ და კასპიის ზღვებს შორის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სომხები უამრავ მადლობას უხდიდნენ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის შესახებ აზერბაიჯანულმა პრესამ ძალიან სასიამოვნო შინაარსის სტატიები გამოაქვეყნა.