რეგისტრირებული ფაქტები47756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მაღალშემოსავლიანმა განყოფილებამ საერთოდ არ გადაიხადა საპროცენტო გადასახადი ან უფრო ნაკლები გადაიხადა, ვიდრე დაბალშემოსავლიანმა განყოფილებამ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამგეობასა და განყოფილებებს შორის უფრო მეტი კავშირის დასამყარებლად, საპროცენტო გადასახადი 10 %-ის ოდენობით განყოფილების წლიური საერთო შემოსავლიდან უნდა გამოყოფილიყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ ვინაიდან განყოფილებებს თავიანთი ბევრი სხვადასხვა ხარჯი ჰქონდათ დასაფარი, უფრო სამართლიანი იქნებოდა საპროცენტო გადასახადი გამოყოფილიყო არა წლიური საერთო შემოსავლიდან, არამედ ნაშთიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე. რწმუნებულები: ნინო ელიავა, უშანგი ელიავა, სილიბისტრო თავართქილაძე, გ. ბახტაძე, მინადორა ტოროშელიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილს განცხადება გაუგზავნა საზოგადოების წევრმა თევდორე კიკვაძემ. განცხადებაში თ. კიკვაძე აღნიშნავდა, რომ მისი ინიციატივით შედგენილი 15 რწმუნებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საზოგადო კრების ჩატარების შესახებ გამგეობამ უსამართლოდ და უკანონოდ უარყო და არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა. ის, აცხადებდა, რომ დოკუმენტში აღნიშნული ფინანსური კრიზისი არა კერძოდ გამგეობის შესახებ იყო ნახსენები, არამედ ზოგადად რესპუბლიკაში შექმნილ კრიზისს გულისხმობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზეც აისახებოდა, ამის გამო კი მას არაკოლეგიალურობაში დასდეს ბრალი, რაც მისთვის მიუღებელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის განცხადებით, 15 რწმუნებლის მიერ ხელმოწერილ განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის შესახებ ერთ-ერთმა რწმუნებულმა წერილობით უარყო ხელმოწერა, მიუხედავად ამისა გამგეობამ თანხმობა განაცხადა კრების ჩატარებისა, რომელიც 21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გაიმართებოდა და მოუწოდა ყველა რწმუნებულს დასწრებოდნენ კრებას და განეხილათ მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ მთავარ გამგეობას სურდა განყოფილებათა რწმუნებულთათვის გაეცნო საქმის ნამდვილი ვითარება და თუ ამის შემდეგაც თხუთმეტივე წევრი საზოგადო კრების ჩატარებას მოითხოვდა მთავარი გამგეობა დაუყოვნებლივ შეასრულებდა მათ მოთხოვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა მოიწვია წინასწარი კრება, რომელზეც კრების წევრებმა განყოფილების განგეობის წევრებად აირჩიეს: ლეონტი ჭიპაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე, ერმალოზ კამკამიძე და ანა მიხეილის ასული ედილაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 ივნისის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკო თარხანის ძე დეკანოსიძე, ტრიფონ თაბუკაშვილი, სოკრატ ძიმისტარაშვილი, ლეონტი ჭიპაშვილი, კონსტანტინე კამკამიძე, ილია რამანაშვილი, ნიკოლოზ საყვარელიძე, იოსებ გურგენიძე, სვიმონ ბაქრაძე, ი. მაისურაძე და სპირიდონ კიკნაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ერზერუმის განყოფილებას წერილობით აცნობა, რომ დროებით, ნორმალური პირობების დამყარებამდე გადადეს განყოფილების გახსნის საკითხი. ასევე სთხოვეს გამოეგზავნათ შეგროვილი თანხა მთავარი გამგეობისთვის.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძის მოწვევით გაიმართა კრება, რომელზეც ერზრუმის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს: ლევან დიმიტრის ძე ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, ნესტორ ლომიკაცის ძე ძაგანია, ილია ელიზბარის ძე ქერქაძე, ვლადიმერ ამ.-ის ძე ნიჟარაძე, ეფრემ იაკობის ძე ჭეიშვილი, სამსონ მხეიძე და იაკობ ბაზაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 31 იანვრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერზერუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვიქტორ სამსონის ძე ელიზბარაშვილი, ზაქრო მოსეს ძე ხუნდაძე, იოსებ ჟვანია, ივლიანე გაბუნია, იოსებ ჯავახაძე, ლავრენტი გაგუა, ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძე, ნესტორ ლომიკაცის ძე ძაგანია, ერასტი ბესელია, თეოფილე ბესელია.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძემ ქალაქ ერზრუმიდან იქ მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთა სია გამოუგზავნა. ესენი იყვნენ: ალი წიქარიძე, ისმაილი წიქარიძე, ზაქირ წიქარიძე, მემედ ალი წიქაიძე, ხასუმ უნიან ოღლი, იბრაგიმ ატაშ ოღლი, მათ ნაწილობრივ იცოდნენ ქართულად საუბარი და სჭირდებოდათ დახმარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე არც პრეზიდიუმში დაუყენებიათ საკითხი და არც მთავარ გამგეობაში. თავად, თევდორე კიკვაძეს კი არაერთხელ გაკვრით ჰქონდა ნათქვამი, რომ მილიონი მანეთის ქაღალდი დასჭირდებოდა მარტო „დედა ენის“ დაბეჭდვას, მაგრამ არც გეგმა წარმოუდგენია გამგეობისთვის კრიზისის დასაძლევად და არც პრეზიდიუმში დაუსვამს მსგავსი საკითხი, ამიტომ მთავარი გამგეობის განცხადებით თ. კიკვაძეს ჯერ გამგეობისთვის უნდა მოემართა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ გადაეწყვიტა რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნა. გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა რწმუნებულთა საზოგდო კრების დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებას განყოფილებათა ლიკვიდაციის თაობაზე, არ იზიარებდა მთავარი გამგეობა, მათი აზრით განყოფილებათა უმოქმედობა არა განყოფილების წევრების ბრალი, არამედ განყოფილების გამგეობის მმართველობის პასუხისმგებლობა იყო, რადგან სათავეში უმოქმედო ან სხვა საქმით დატვირთული პირები იდგნენ, ამიტომ მთავარ გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა ადგილობრივი განყოფილების გამგეობის უმოქმედო მმართველებს ხელმძღვანელობა გადაებარებინათ სხვა შესაფერისი პირებისათვის. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოების ახალი წესდება ძალაში შევიდა მისი დაკანონების დღიდან, არ განხორციელებულა მხოლოდ რწმუნებულთა რიცხვის შემცირება 150-დან 60-მდე, რადგან დახურვის პირას მყოფ განყოფილებებს მიეცათ საშუალება დეკემბრის დასაწყისამდე გადაეწყვიტათ განყოფილების ბედი და ამის შემდეგ დადგინდებოდა განყოფილებათა რწმუნებულების ზუსტი რაოდენობა, ამასთანავე ახალი წესდება მიიღეს აგვისტოში, როცა გამგეობის ხელმძღვანელობა შვებულებაში იმყოფებოდა და შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა ახალი წესდების ნაჩქარევად გახორციელება. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განცხადება მიიღო საზოგადოების რწმუნებულ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილისგან. ის, წერდა, რომ თევდორე კიკვაძის მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი განცხადება, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საზოგადოების „ფინანსურ-ეკონომიკური“ კრიზისი იყო ნახსენები, ძალიან ცუდად აისახებოდა საზოგადოების განვითარებაზე, მთავრობას გაუჩნდებოდა ეჭვი საზოგადოების მიმართ და ზოგადად არ წაადგებოდა რწმუნებულის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება საზოგადოებას. ი. ავალიშვილის თქმით თ. კიკვაძის მიერ შედგენილ განცხადებაზე, რომელსაც ხელს აწერდა 15 რწმუნებული, მისი ხელმოწერაც იყო და ამის გამო ის მწუხარებას გამოთქვამდა, რადგან განცხადებას განხილვის გარეშე მოაწერა ხელი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 ივნისის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე, მელქისედექ კიკნაძე, დომნა დეკანოსიძე, ვერა ერმალოზის ასული ვეფხვაძე, კატო კიკნაძე, ვიქტორ ჩაჩიბაია, კონსტანტინე ხვთისოვარის ძე კიკნაძე, ბ. ბ. დეკანოსიძე, ვარლამ სვანიძე, მიხაკო დეკანოსიძე, პარასკევა აბაშიძე-ასათიანისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა მოიწვია წინასწარი კრება, რომელსაც ესწრებოდა 38 პირი. კრებაზე დაადგინეს: 1) ხარაგაულში გაეხსნათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, 2) ადგილობრივი განყოფილების წევრად აერჩიათ 38 პირი, 3) გაევრცელებინათ სწავლა განათლება ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სკოლების გახსნით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა განყოფილების დაკანონების თხოვნასთან ერთად გაუგზავნა ხარაგაულში განყოფილების დაარსების ოქმი, წევრთა სია და 30 მანეთი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 31 იანვარს ერზრუმის განყოფილების გამგეობის წევრებმა განაცხადეს, რომ ელოდებოდნენ ადგილობრივი განყოფილების დაკანონებას მთავარი გამგეობისგან, რომ დაეწყოთ განყოფილების გახსნის სამუშაოები. ხელს აწერენ: ლევან დიმიტრის ძე ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, ნესტორ ლომკაცის ძე ძაგანია, ილია ელიზბარის ძე ქერქაძე, ეფრემ იაკობის ძე ჭეიშვილი, ვლადიმერ ნიჟარაძე, იაკობ ბაზაძე და გიორგი ცქიფურიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძის მოწვევით ქალაქ ერზერუმში გაიმართა საზოგადოების იმ წევრთა კრება, რომელთაც სურდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება. კრებაზე დაადგინეს: 1) გაეხსნათ ქალაქ ერზერუმში საზოგადოების განყოფილება; 2) ადგილობრივი განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერათ 31 პირი; 3) დაეარსებინათ სახალხო სამკითხველო, აემუშავებინათ წიგებისა და ჟურნალების მაღაზია, გაევრცელებინათ ქართული წერა-კითხვა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებსა და ქართველ მაჰმადიანებში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქალაქ ერზერუმში მცხოვრებმა ქართველებმა ლევან დიმიტრის ძე ჟღენტმა და სიმონ ჩიქოვანმა წერილობით შეატყობინეს, რომ გადაწყვიტეს დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება და მათგან სჭირდებოდათ ნებართვა ყველა სხვა საჭირო დოკუმენტთან ერთად.