ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ვრცელი სტატია „საიდან მოგველის საფრთხე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე წერდა, ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარების სწორ გზას კი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან კავშირში ხედავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში „არევა“ საუბარია კუთხური ნაციონალიზმის დამღუპველ შედეგებზე. ავტორს სტატიაში ილია ჭავჭავაძის ნააზრევი მოჰყავს და მას ხშირად იმოწმებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეროვნებით სომეხი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩიტაევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რუსი ვასილ ივანეს ძე ბერი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რუსი ლიდია მიხეილის ასული უსპენსკაია თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნაციონალობით რუსი ბორის იაკობის ძე ვასილიევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოსი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჯიოევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ გიორგის ძე გიორგაძე თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე ნიკიტას ძე კანანიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სომეხი ბენეკ ლეონის ძე ეგიაზარიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ნოემბრიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე თბილისის მე-2 კომერციული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ანაზღაურება შედგენდა 6 000 მან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 დეკემბერს ცხინვალში გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია, რომლის დირექტორი ღვთისმეტყველების კანდიდატი, ბიძინა კოჩიევი იყო. ის ოსურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის სიტყვა „სოციალ-რევოლუციონერთა შეკითხვის გამო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ბათუმი არ დაივიწყოთ!“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გიორგი მამრაძის წერილი „საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ვითარება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელი გამოვიდა ვრცელი სიტყვით, რომლითაც უპასუხა სოციალ-რევოლუციონერთა შეკითხვას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სიტყვა სამღვთო სჯულის გაუქმების შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ვაჭარ-მრეწველობა და მონოპოლისტები“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატთან უშუამდგომლა ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელ გიორგი მინას ძე აბაშიძეს, რათა იგი ქართული ენის შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატს N19 შუამდგომლობასთან ერთად გიორგი მინას ძე აბაშიძის დიპლომი და ფორმულიარის ასლი გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, მარიამ გარსიაშვილს სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვლებოდა ნამსახური წლები, თუ ის შეიტანდა სახაზინოში სამსახურის განმავლობაში მიღებული ჯამაგირის სათანადო პროცენტს, საპენსიო ფონდის გასაძლიერებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს საშუალო სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს მე-5 და მე-6 კლასებში ფრანგული ენის გაკეთილები მიეცა. ამილახვარი დამრიგებლად 12 წელი მუშაობდა. ის მთავარგამგეს ამილახვრის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს სწერს, რომ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს დამთავრებული ჰქონდა თბილისის ქალთა ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ბარბარე ივანეს ასულმა ამილახვარმა დაამთავრა თბილისის ქალთა ინსტიტუტი.