რეგისტრირებული ფაქტები44601
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ ივნისს საზოგადოების ბალანსი 4 021 697. 32 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების მაისის შემოსავალი 816 808. 46 მანეთი იყო, გასავალი – 591 989. 54 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ შემსწორებელ თითოეულ კომისიას ჰონორარს 2 000 მანეთს უხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს კირილე ნინიძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს მიხეილ ნაკაშიძემ ომში დახოცილ მეომართა ოჯახების დასახმარებლად 100 000 მანეთის შემოწირულება გაიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს, 18. 00 სთ-ზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, ექიმი ალშიბაია (დროებითი ზავის ძალით 29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი.
1920
ტიპი: თანამდებობა
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ბ. შარაშენიძე მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N80 ბრძანების თანახმად ნიკოლოზ დიმიტრის ძე ნუცუბიძე ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დამტკიცდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 ივნისს საქართველოს ელჩმა ვლადიმერ ახმეტელაშვილმა 23-24 თებერვალს გორში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობის წერილი მიიღო გერმანელი მეცნიერებისგან. ეს ამბავი მათთვის შეუტყობინებია საელჩოს ატაშეს, ფილოსოფიის დოქტორს, კონსტანტინე გამსახურდიას. ხელს აწერენ: ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჰენრიხ ბრანდერბურგი, პროფ. დოქტ. ვახ. რიხარდ შმიტი, ქართული ენის დოცენტი ბერლინის უნივერსიტეტში რიხარდ მეკელაინი, ლანგერიხტის პრეზიდენტი ფონ ვებერი, ბერლინის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი იაჰანესნოი ჰუსი და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს ვლადიმერ დემურია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს დეკანოზი გიორგი გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერიამ გიორგი გამზარდიას, ვლადიმერ დემურიასა და მიხეილ ნოდიას მისწერა, 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიურ კრებას სენაკის განყოფილების სახელით დასწრებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სვიმონ როსაპის ძე მაჭავარიანის თხოვნა დიდტანიანი „ვეფხისტყაოსნის“ დაწესებულ ფასში დათმობის შესახებ. გამგეობამ ცალის 500 მანეთად მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია ხოშტარიას თხოვნა, თხზულების „მოლიპულ გზაზე“ ჰონორარის (რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა) გადახდის შესახებ. გამგეობამ მისთვის 5 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 19 ივნისის N70 ბრძანებით საქართველოს მუზეუმის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი ეთნოგრაფია-არქეოლოგიის განყოფილების გამგედ დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისთვის დასახმარებლად თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება 46 წიგნზე ფასის მომატების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილების თხოვნა განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. ბათუმის განყოფილება სამინისტროს მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის შესანახად თანხის გამოყოფას სთხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საზოგადოების წევრი კარპეზ ბერიძე აირჩიეს რწმუნებულად, რომელიც დაესწრებოდა საზოგადოების წლიურ ყრილობას თბილისში. ხელს აწერს თავმჯდომარე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს სოფ. მუხრანში ადგილობრივი თემის გამგეობის თავმჯდომარის, ა. დონდოლაძის ინიციატივით შემდგარმა სცენისმოყვარეთა გუნდმა წარმოადგინა ყაზბეგის „არსენა“ და გრიშაშვილის „ტიმოთეს ლეღვი“. უადგილობის გამო ცოტა ბილეთი გაიყიდა და მხოლოდ 5000 მან. შეგროვდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 ივნისიდან აგრაფინა ბერიძე ხონის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.