ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44993

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული ნანობაშვილისა სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ლევანის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევან სოლომონის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის შვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ახალი გორი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შრომა და სურსათი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ, მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ოლივერ უორდროპს. იგი აღწერდა ბათუმის ოლქში მიმდინარე რთულ მდგომარეობას და საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიით შეერთებას მოითხოვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 მარტს დირექტორმა ალ. მიქაბერიძემ, მდივანმა გ. მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს უფლება მისცეს მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკისთვის გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დაკარგული ლაბადის ზარალის ასანაზღაურებლად 1600 მანეთი გამოეყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 მარტს ოლივერ უორდროპმა მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ელისაბედ საგინაშვილი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქართველთა შორის, ვისთან საუბარიც უყვარდა. უორდროპი განიცდიდა, რომ მოუცლელობის გამო მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 მარტს ოლივერ უორდროპმა მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოდან ამანათით ვერცხლის ნივთები, ხელნაწერები, სამკაულების სკივრი და სპარსული ხალიჩა გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა დამფუძნებელ კრებას სიტყვით მიმართა და მისი უწყების მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებას უპასუხა. მან კატეგორიულად უარყო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, აღნიშნა, რომ დაშვებული შეცდომები სისტემური ხასიათის არ იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას დამფუძნებელ კრებაზე აურზაური მოჰყვა. რამიშვილმა ყველა ბრალდება დასაბუთებულად უარყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ცდილობდა კანონიერების დაცვას და თვითნებობის აღკვეთას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული კერესელიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვექილი დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე მართა ბეგლარის ასულ ღოღობერიძისას სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე კერესელიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული ლორთქიფანიძე გიორგი ივანეს ძე კერესელიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომის არჩევნები“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე დავითის ძე ლორთქიფანიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის შვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ სოხუმის ბერძენი მასწავლებლებისგან სასწავლებლისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ მადლობის დეპეშა მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 მარტს ნაძალადევის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის წარმომადგენლობამ სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს მიმართა, რომ ამავე სასწავლებლის მასწავლებლის, ევგენია ბილანიშვილის დასაკმაყოფილებლად სპეციალური თანხა არ იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი ჯაბადარის წერილი „ქართული თეატრი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „საქართველო და დემოკრატიზმი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კომმუნის მიჯნური“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის გარდაცვალებას იუწყებოდნენ ძმები – ალფესი და სამსონ, რძალი მართა, ძმისშვილები – ილიკო, ესე, კუკური და შუშანა თოხაძეები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ბესარიონ მახარბელის ძე რამიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ ვაჟი, ნოე რამიშვილი, რძალი, მარო ქაიხოსროს ასული და შვილიშვილები – ბენიკო და აკაკი ნოეს ძენი რამიშვილები.