რეგისტრირებული ფაქტები46632
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო პალატის და თბილისის ოლქის სასამართლოს საპროკურორო ზედამხედველობის წევრებმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის მისიის უფროსი, გენერალი ნონანკური, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, პოლკოვნიკი სტოკსი, საბერძნეთის რწმუნებულის წარმომადგენელი და ინგუშთა დელეგაცია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან თათბირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბინაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფოთსა და ქუთაისში ღვინით მოვაჭრეთათვის სააქციზო გადასახადის შემცირების თაობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობი ეფემია მესხი მძიმედ ავად გახდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილისთვის განკარგულებაში გადაეცათ 25000 მანეთი ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა სასურველად მიიჩნევდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის მოწვევას თბილისში, 12-15 იანვარს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის იდეას, რადგან საქართველო ყოველთვის ცდილობდა სამი სახელმწიფოს შეერთებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ნეიტრალიზაცია და ამიერკავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღიარება, რომელსაც ეთანხმება მთელი ევროპა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი 2 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელი გერმანიიდან კი არ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც შეცდომით წერდნენ ზოგიერთ გაზეთში, არამედ შვეიცარიიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი შვეიცარიიდან საქართველოში გამომგზავრებისას რომში გაჩერდა, სადაც იტალიაში მყოფი ქართული დელეგაციისგან მიიღო ცნობები დელეგატთა მუშაობის შესახებ და შემდეგ იტალიური გემით გამოემართა ბათუმისკენ, სტამბოლში 10-11 საათი გაჩერდა.