რეგისტრირებული ფაქტები45069
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის განცხადება მის მიერ შედგენილი „ბოტანიკის“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნი სამინისტროს მოწონებისთანავე დაიბეჭდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ფედოსია ანჯაფარიძის ფორმულიარში არ იყო შეტანილი ცნობა მისი ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ფორმულიარი სათანადო ცნობების შესავსებად უკან უბრუნდებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს ონტოფოს შერეული ქალ-ვაჟთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის ფეოდოსია ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაუგზავნა და სთხოვა, 1920 წლის პირველი იანვრიდან ის გამგის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ფეოდოსია ანჯაფარიძე, როგორც გამოცდილი და ენერგიული მასწავლებელი, სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმეს შესანიშნავად წარმართავდა. ის მთელ მაზრაში საკვირაო სკოლის გახსნის საქმეში პირველი იყო და გულმოდგინედ მსახურობდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მაისს საქართველოს რკინიგზელთა ცენტრალური გამგეობა მიესალმა თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და აღთქმა დადო, რომ შეებრძოლებოდა თავისუფლების მტრებს, როგორც გარე თავდამსხმელებს, ისე შიგნით მომუშავე ბნელ ელემენტებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ლაილაშის გამგის თანამდებობის აღმსრულებელი, ე. გაბიანი დაემტკიცებინათ აღნიშნული სასწავლებლის გამგედ. შუამდგომლობის წერილს თან ახლდა ნამსახურეობით სია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ, რუსეთის მხრიდან – ლევ მიხეილის ძე კარახინმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ყოფილი მოანგარიშის, ჯარში გაწვეული ივანე მელაძის თხოვნა თავისი ჯამაგირის ალექსანდრა მელაძისთვის გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მაჭავარიანის რეცენზია დავით კასრაძის ნათარგმნი პიესების შესახებ. გამგეობამ მაჭავარიანს თარგმანის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა.