რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ვარსკვლავთ-მრიცხველობის განძი“. ავტორის ცნობით, ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის ოჯახში აღმოჩნდა ისტორიული და ვარსკვლავთმრიცხველური განძი – თითბრის ფიცრისგან დამზადებული დედამიწის მოდელი ცის მნათობებით, ზღვებით და მთელი შემადგენლობით, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდა. საოცარი ოსტატობით იყო აღნუსხული დედამიწის ტრიალი, წელიწადთა და დროთა ბრუნვა, მთვარისა და მზის მოძრაობა. წარწერა, რომელიც დედამიწისა და ცის მოდელს ჰქონდა, ვახტანგ მეფეს ეკუთვნოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, მომარაგების მინისტრ გიორგი ერაძეს განესაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილ საქონლის გამცვლელ კომიტეტისა და მომარაგების სამმართველოს მიერ გაცემული ნებართვები უნდა წარედგინათ მომარაგების სამინისტროში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმობები გაბათილდებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას და იმედოვნებდა ორი ერის კარგ ურთიერთობას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც მადლობას უხდიდა ქართველ საზოგადოებას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის მილოცვისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მუზეუმის შენობის დამამთავრებელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თავმჯდომარე – გ. ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი და ანატოლი კალგინი, დაევალა შეემუშავებინა ინსტრუქცია და 1911 წლის გაუქმებული კომისიისგან მიეღო საქმეები და საბუთები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის ბრძანებით, გაუქმდა 1911 წელს დაარსებული თბილისის მუზეუმის სააღმშენებლო კომისია და სანაცვლოდ შეიქმნა შენობის დამამთავრებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი, ანატოლი კალგინი და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან უჭირდა მისგან შორს ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპი შეხვდა ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის რექტორ გამბოროვს. შეხვედრას რამდენიმე პორფესორიც დაესწრო.