ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41666

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს ერთი წლის წინ დავით კლდიაშვილის საიუბილუო საღამოზე მწერლისთვის პენსიის დანიშნვის შესახებ მიცემული დაპირება შეახსენა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 4 ივნისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღწერდა თავისი შვილის, გოგის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 11 ივნისს ალექსანდრე შარაშიძემ გიგო დავითის ძე შარაშიძეს მისწერა, რომ კომისარიატმა მას მასწავლებლების ხელფასის ზედმეტად დახარჯვა დასდო ბრალად, რის გამოც მარტისა და აპრილის ჯამაგირი არ გადაუხადა. იგი ვითარების გასარკვევად თბილისში ჩავიდა და დანაკლისი 2000 მანეთი აიღო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 29 ივნისს ვალერიან გაფრინდაშვილმა შალვა რადიანს მისწერა, რომ მიიღო მისთვის გაგზავნილი ჟურნალები და შეეცდებოდა, მითითებული მასალები უმოკლეს დროში ეთარგმნა.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 20 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ ის, მისი მეუღლე – ელენე და მათი შვილი – გოგი პარიზში ცხოვრობდნენ ელენეს ძმასთან – რენესთან და 2 თვეში საკუთარი ბინა ექნებოდათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ აკაკის ხორავას შვილი გარდაცვლია.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ელენე ლომაძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა აბასთუმნიდან ბახვში.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ – ელენე ლომაძემ მისწერა, რომ წიგნის კითხვას ერიდებოდნენ თვითონ და ნუცა და ქეთევან შარაშიძეები, რადგან ქაღალდიდან ჭლექის მიკრობები გადადიოდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 6 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს და გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მოსწერა, რომ ტიციან ტაბიძე თბილისში აპირებდა დაბრუნებას.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მან და პაოლო იაშვილმა ლენინგრადში ანა ახმატოვა გაიცნეს.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ პაოლო იაშვილთან ერთად სამი დღის წინ ლენინგრადში ჩავიდა და სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდნენ.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მისი მოსკოვში დარჩენა მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუკი იმის დაწერას შეძლებდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე გარდაიცვალა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932-1933 წლებში ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექციის დავალებით მუზეუმის ბიბლიოთეკის ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნების ფონდი აღწერა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა კრებაზე წაიკითხა მოხსენება „ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები 1629-1817 წლებში“.

1932

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1932 წელს გაცემული ქრისტინე შარაშიძის შრომის წიგნაკის მიხედვით შარაშიძის შტატგარეშე მუშაობის საერთო სტაჟი საქართველოს წიგნის პალატაში შესვლამდე 31 წელი იყო.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის ზამთარში ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს მუზეუმის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს თანდასწრებით წაიკითხა თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი – „ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები“. დირექციას თავმჯდომარეობდა გიორგი ჩუბინაშვილი.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს ქრისტინე შარაშიძე წყალტუბოში იყო, შემდეგ გელათის მონასტერში წავიდა, სადაც ფრესკების გადაღებაზე მუშაობდნენ და მას საშუალება მიეცა ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის ახლოდან სანახავად ხარაჩოზე ასულიყო.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ქრისტინე შარაშიძემ ქეთევან და ნუცა შარაშიძეების დაბადების ამბავი დაწერა და მათთვის დაბადების დღეზე წაკითხვას აპირებდა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს ქრისტინე და თამარ შარაშიძეები აპირებდნენ რუსულიდან ქართულად ეთარგმნათ წიგნი „Враг под микроскопом“ ლუი პასტერის ცხოვრების შესახებ.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ნინო ქიქოძემ შვილიშვილს, გოგი შარაშიძეს საქართველოდან საფრნაგეთში გაუგზავნა თავისი დაწერილი წიგნაკები ჩიტების შესახებ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 26 იანვარს გოგი ქარცივაძემ ბებიასა და ბაბუას – ნინო ქიქოძესა და გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ სამშენებლო ტექნიკუმის პრაკტიკული სამუშაოს შესრულებისას ერთ ბიჭს ხელი დაუზიანდა, მოსწავლეებმა გაფიცვა მოაწყეს და შედეგად მძიმე ფიცრებს აღარ აწევდნენ.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 26 იანვარს გოგი ქარცივაძემ გიგო და ნინო შარაშიძეებს მისწერა, რომ მათ მეზობლებს – ნოშრევან ჯორჯაძესა და ვინმე იოსავას – ოთახის წართმევას უპირებდნენ და საქმე სასამართლოში განიხილებოდა.