რეგისტრირებული ფაქტები46029
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ განათლების მინისტრის მოადგილის განკარგულებით დააკმაყოფილეს საზოგადოების შუამდგომლობა ყოფილი წმინდა ნინოს სასწავლებლიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის საჭირო ნივთების დათმობის შესახებ. გამგეობამ ნივთების მიღება და ქვრივისთვის გადაცემა ნინო ნაკაშიძეს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის სასწრაფოდ მიწვევა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეკატერინე სარაჯიშვილის ნების აღმსრულებლის წინადადება, რწმუნებული გაეგზავნათ სარაჯიშვილის დაწესებულებაში ანდერძის ანგარიშების შემოწმებაში მონაწილეობისთვის. გამგეობამ ეს ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ესტუმრა. მან თავისი კომპოზიციების უკვე დაბეჭდილი ნოტები მოუტანა და სხვებსაც დაჰპირდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილისაგან საჩუქრად განსაკუთრებით ელოდებოდა არიებს „აბესალომ და ეთერიდან“.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილი რამდენიმე დღით დასასვენებლად მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ოცდათვრამეტჯერ დაიდგა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო და მთელ თავის სიყვარულს მას, ბიჭებს ჯეიმის, ენდისა და პატარა გოგონას ნინოს უგზავნიდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ალექსანდრე ხატისიანის მეუღლეს ესტურა ჩაიზე. იგი რამდენიმე დღეში ერევანში, ქმართან მიდიოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საპასუხო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა საბჭოს, ვაჭარ-მრეწველთა და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თაოსნობით თბილისში საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკი „ცენტრობანკი“ დაარსდა. ბანკის ძირითადი თანხა 20 მილიონი მანეთი იყო. თითო აქცია 1000 მან. ღირდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვრცელი მოხსენება წარუდგინა, რომელშიც მიმართავდა თხოვნით, საზოგადოების მიზნების განსახორციელებლად მთავრობას გამოეყო 5 მილიონი მანეთის სესხი სამი წლის ვადით, რომლითაც პირველ რიგში, უნდა დაბეჭდილიყო იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „ბუნების კარი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით იაგორის ძე კალანდაძეს საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) დამფუძნებლებმა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიანდეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თებერვლის ბოლოსთვის თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ანტერპრიზა ამზადებდა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ოპერას „კერპთა დამხობა“.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) შეძენილი ჰქონდა შემდეგ მწერალთა ხელნაწერების გამოცემის უფლება: გიორგი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, შიო არაგვისპირელის, ვასილ ბარნოვის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიასი, დუტუ მეგრელის, მელაიასი, ნიკო ლომოურის, ბაჩანასი, ლალიონის, მოსე ჯანაშვილის სამეცნიერო ლექსიკონის, დავით კარიჭაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის და მრავალი სხვა წიგნის.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია აზერბაიჯანში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, თბილისში, აზერბაიჯანში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას ელოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ.21) გაიმართებოდა ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე მაყაშვილის პირველი ქართული საღამო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებას შეადგენდა ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იაკობ გოგებაშვილის, ეგნატე ხრამელაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, არჩილ ჯორჯაძის და ივანე (კიტა) აბაშიძის ყველა ნაწარმოები.