ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43074

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მუხრან ხოჭოლავას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა სავანეში დაკრძალვის საკითხი განიხილეს. გრიგოლ გიორგაძემ და პავლე საყვარელიძემ გარდაცვლილი დაახასიათეს, როგორც კარგი საზოგადო მოღვაწე. გამგეობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. გამგეობის დადგენილებით, ასეთი გადაწყვეტილებები სპეციალურ კომიტეტს უნდა მიეღო, რომელიც შექმნის პროცესში იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქართველ მოღვაწეთა პანთეონის კომიტეტის წევრების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 2 წარმომადგენელი აერჩია. ამისათვის გამგეობამ კრება 17 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, საზოგადოების ბინაში დანიშნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შალვა ნუცუბიძის თხოვნა, მისთვის მიენდოთ განათლების სამინისტროს წიგნების ვალის დაბრუნების საქმე და 3 დღეში მოაგვარებდა. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან ეს საქმე პეტრე ქავთარაძეს ჰქონდა დავალებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, შალვა გოგებაშვილი და ივანე ელიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ განათლების სამინისტროს ნისიად წაღებული წიგნების ვალის დაბრუნების საქმე ნაფიც ვექილს, პეტრე ქავთარაძეს ჰქონდა მინდობილი. ვექილი ირწმუნებოდა, რომ საქმე მალე საზოგადოების სასარგებლოდ გადაწყდებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, იმისათვის რომ წიგნებზე ფასები მოემატებინათ, წიგნის მაღაზია ორშაბათამდე (შაბათ-კვირას) უნდა დაეკეტათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისში ახალდაარსებულმა წიგნების გამომცემელმა საზოგადოებამ გამგეობას მოსე ჯანაშვილის შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის ნებართვა სთხოვა. ლექსიკონი ავტორისგან ქშწკგ საზოგადოების გამგეობას ჰქონდა შეძენილი. გამგეობამ წიგნების გამომცემელი საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და ფასზე შეთანხმება ვარლამ ბურჯანაძესა და შალვა გოგებაშვილს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქრისტეფორე რაჭველიშვილმა გამგეობას თავისი შრომის „საქართველოს ისტორია“ გამოცემა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, წიგნი პირველი შესაძლებლობისთანავე გამოეცა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იროდიონ ევდოშვილის ქვრივმა, მარიამ ხოსიტაშვილმა, გამგეობას „აკიდოში“ დაბეჭდილი მეუღლის ნაწერებისთვის ჰონორარი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ერთდროული დახმარების სახით მარიამ ევდოშვილისთვის 2 მილიონი მანეთი მიეცა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 დეკემბერს დაგეგმილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა წევრთა სიმცირის გამო არ გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად მხოლოდ გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია მივიდა, გამგეობიდან კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი გარდაიცვალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 28 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მთავრობის განკარგულების თანახმად, პირველი დეკემბრიდან გამგეობის თანამშრომელთა ხელფასი 20%-ით გაზრდილიყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან ბუღალტრის ხელფასი 6 500 000 მანეთი გახდებოდა, საქმისმწარმოებელისა – 4 000 000, ბიბლიოთეკარის – 2 500 000 და ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 2 200 000 მან.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აღნიშნა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და საბოლოოდ აქცია ზურგი მენშევიკებს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრებმა პავლე გაჩეჩილაძემ და დიმიტრი კოჭლაძემ არალეგალური ტიპოგრაფია მოაწყვეს დავით ბორისოვის ბინაზე (თამარის ქ. N39-ში), სადაც ადრე ივანე რატიშვილი ცხოვრობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს პავლე გაჩეჩილაძისა და დიმიტრი კოჭლაძის დაპატიმრების შემდეგ მენშევიკების არალეგალური სტამბა გადაიტანეს მიკაელიანცის სახლში, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაშლილს ინახავდნენ. სექტემბერში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის, ვასილ კაპანაძის წინადადებით და ბეჟან დოლიძის დახმარებით ტიპოგრაფია დიდუბეში, მებაღე ანდრია ყოჩიშვილის ბინაში, მოაწყვეს. ბოლოს კი ისევ მიკაელიანცის სახლში მიიტანეს. 24 დეკემბერს სტამბა ჩეკისტებმა აღმოაჩინეს. მიკაელიანცის გარდა დანაშაული ყველამ აღიარა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი მსახურობდა მანუფაქტურის მაღაზიის მოურავად.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილმა მიიღო სასოფლო განათლება.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი დააპატიმრეს სოფელ მატანში.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილმა დაასრულა თელავის სასულიერო სასწავლებლის 4 კლასი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებულ არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილს ჰყავდა მეუღლე ეთერ ხოხობაშვილი, 25 წლის, დიასახლისი.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.