ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ზაფხულში მელიტონ ბალანჩივაძე კახეთში ზაქარია ჩხიკვაძეს სტუმრობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის წერილი „სიმართლე ფილარმონიულ საზოგადოების დაარსების შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-4 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის მინიატურები „ჩემი ცრემლები“ და „მე შეგაეშხე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფის ძე ჩხეიძის „კიკნა პოემები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის წერილი „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის მუზა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი დ. არაყიშვილი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ზაფხულში კახეთში ყოფნისას ზაქარია ჩხიკვაძემ მელიტონ ბალანჩივაძეს გაუმხილა, რომ ფილარმონიული საზოგადოების დაარსება სურდა და წესდების შედგენაც დაწყებული ჰქონდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონის „ბაზრის სცენები“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ დავით ღამბაშიძის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონი „ბაზრის სცენები“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, 7 წლის განმავლობაში გიორგი წერეთელი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ივანე კერესელიძის ლექსები დაიბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბამ „სასოფლო გაზეთის“ ათი წლის იუბილე აღნიშნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ალხაზიშვილის სტატია „ჯავახეთი“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია, „რუსულ „ობზორს“ და ქართველ ნ. ნიკოლაძეს“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარაში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანებისთვის შეადგინა და გამოსცა მუსლიმური ლოცვების ქართულენოვანი კრებული.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას ქუთაისის გუბერნატორი, ფიოდორ გერშელმანი დახვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო თავდგირიძის პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის თეატრის მშენებლობა დაჩქარდა. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სამ-ოთხ თვეში ქალაქს თეატრი ექნებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებზე გამგეობის წევრმა, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ ვერ დააგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ხმები და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრებად ი.ს. ხუნჯუა და პლატონ შაფათავა აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ოქტომბერში ფოთის სადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად მ. ი. გროდსკი, ალექსანდრე (ალექსი) დიმიტრის ძე გუგუშვილი და კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე აირჩიეს.