ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43009

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მაკრინე იოსების ასულმა წერეთლისამ ხატი გადასცა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა გადასცა 4 წლის ჟურნალი „ივერია", ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძემ – ხელმწიფის სურათი და სამკითხველოს ბანერი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ნინო ნიკოლოზის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა ლამპა გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილი სამკითხველოს სასარგებლოდ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკიმ თუმანი გაიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ნიკო შიუკაშვილმა თივისი პიესის „სიმახინჯე“ ჰონორარი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომიტეტს გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნე გამოფენის კომიტეტმა კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილისგან მიიღო განცხადება, რომელშიც ის გამოფენაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთში პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი. ხ. ხუმარაძემ გაიღო 490 მან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „პლაგიატობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის მოთხრობის „სიყვარული“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ოქტომბერში გიორგი ლასხიშვილმა საქართველოს სცენისმოღვაწეთა პირველი ყრილობის ოქმები განიხილა და დასაბეჭდად მოამზადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 ივლისს სიღნაღის თვითმმართველობის კრებაზე განიხილეს აკ. გრიგორიანის წინადადება, მისთვის მიეცათ უფლება, ქალაქის სასეირნო ადგილზე, გალავნის კარებიდან ტერ-სტეფანოვის ბაღამდე, საკუთარი ხარჯებით გაეშენებინა ხეივანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად ზაგორსკიმ თანხა გაიღო.

1914

ტიპი: გარდაცვალება

პოლკოვნიკი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე მოკლეს 1914 წელს, I მსოფლიო ომში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ვკითხულობთ, რომ საადგილმამულო ბანკმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს გამოუყო 500 თუმანი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის კორესპონდენცია „სოფ. ბანმძიდამ, ნოემბრის 5-ს“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილმა საჩუქრად მაგიდა გადასცა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყებოდა, რომ 29 დეკემბერს სოფელ ვარდისუბანში წმინდა გიორგის ახლად აგებული ეკლესია აკურთხეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „რუსული გაზეთის აზრი წვრილ ხალხებზე და სამშობლო ენაზე” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ყვირილელ მკითხველებს 1873 წლის ნომრების გამოწერა დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან შეეძლოთ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ქუთაისელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას გერასიმე კალანდარიშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, თედორე ხინტკირიამ ხონის ქალთა სასწავლებელს 14 მანეთი შესწირა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ნიკო შატილოვმა და ნიკოლოზ ჟდანოვმა ხონის ქალთა სასწავლებელს 35 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძემ და ლუკა მათეს ძე ბახტაძემ ხონის ქალთა სასწავლებელს 8 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძემ და ივანე სიმონის ძე შარაშიძემ ხონის ქალთა სასწავლებელს 20 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი პაატას ძე წულუკიძემ და ივანე პეტრეს ძე ჯაიანმა ხონის ქალთა სასწავლებელს 45 მანეთი შესწირეს.