ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41666

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა საბუის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ალექსანდრე ცაგარლის „ციმბირელი“ უნდა წარმოედგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში წარმოადგინეს პიესა „და-ძმა“ ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ალ. გოგაშვილის, ანა ჟურულის, სოფიო გოგაშვილის, რ. სალაყაიას, ღოღაძის, მიხეილ კიაზოშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია, მიძღვნილი ალექსი ჭიჭინაძისადმი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი ალექსანდრე იმედაშვილზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში ნინო ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დავალებით აკაკი წერეთლის მოსანახულებლად და მისი ნაწერების გადასაკითხად საჩხერეში გაემგზავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი ნაძალადევის თეატრში 11 იანვარს წარმოდგენილი „ღალატის“ შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 დეკემბერს ქალთა უფასო სასწავლებლის მოწაფეთა სასარგებლოდ გაიმართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტასო აბაშიძე, ვასილ აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის წერილი „ამონაკვნესი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 იანვარს ნაძალადევის თეატრში წარმოდგენილ „ღალატში“ შალვა შარაშიძემ სულეიმან-ხანის როლი შეასრულა, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა ითამაშა ოთარ ბეგი, ელენე ციმაკურიძემ – რუქაია, ნარაკიძემ – გაიანე, შავშიშვილმა – ყარა-უსუფი, ეფემია მესხმა – ზეინაბი, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა – ისახარი და ა. შ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 იანვარს ანჩისხატის ტაძარში აკაკი წერეთლის ჯანმრთელობისთვის დეკანოზმა მ. თალაკვაძემ წვრილ ვაჭართა თაოსნობით პარაკლისი გადაიხადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის წერილი აკაკი წერეთელის ჯანმრთელობის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით უნდა წარმოედგინათ ელო ანდრონიკაშვილის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი პიესა „ტაიფუნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ავლაბრის თეატრში წარმოადგინეს „ღალატი“ ნ. დავარაშვილისა და ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე სასტუმრო „ნოეს“ მფლობელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 თებერვალს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართველ მხატვართა კრება გაიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თავადაზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ფრეზემ შესწირა 5 მანეთი, ივანე სვეჩინმა – 10, ნიკოლოზ ხერხეულიძემ და ზაქარია ერისთავმა 75-75, კონსტანტინე მუხრან-ბატონმა –15 მან.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის გუბერნატორს მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვმა მოურავად არჩეული ალექსანდრ არღუთინსკი-დოლგორუკოვი, ასევე სტეფანე ჭრელაშვილი თანამდებობებზე დასამტკიცებლად წარუდგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვაჭარმა ივანე სიმონის ძე მესხიევმა ჟურნალის რედაქციას 100 მანეთი გაუგზავნა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილისთვის გადასაცემად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 დეკემბერს სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა პეტრე გრუზინსკიმ გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს გააცნო თბილისის საბაღო სკოლის მდგომარეობა და სთხოვა, განსახილველად წარედგინა მისი მოხსენება სკოლაში ღარიბ თავადაზნაურთა შვილებისთვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძემ ეროვნული მუსიკის (ჩონგურ-ჭიანურის) მცოდნე-მოყვარულთა წასახალისებლად ორი პრემია დანიშნა. შეჯიბრება ოზურგეთში უნდა გამართულიყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „სიტყვა“ გრიშაშვილის პოეზიაში“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაცის თხზულება „ბრძოლის ველზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ III ნაწილი.