ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბორჩალოში გადამდები დაავადების გაჩენის გამო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი საჭირო ზომების მისაღებად გაგზავნეს.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს გლეხი შესწირეს.

1793

ტიპი: ღონისძიება

1793 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს ტოლაში მცხოვრები შიშინაშვილები შესწირეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქისთავმა ე. გ. ფრიდონოვმა კავკასიის გამოფენის კომისარს მისცა პირობა, რომ ადგილობრივი სოფლის მუშა-მეურნეთა საუკეთესო ექსპონატების დასაჯილდოვებელი მედლების შესაძენად ფულს შესწირავდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხიდისთავის სამკითხველოს გამგემ, ანტონ რამიშვილმა მადლობა გადაუხადა ივანე ოქროპირის ძე კალანდაძეს სოფ. ხიდისთავის უფასო სამკითხველოსთვის 5 ცალი ქართული და 10 რუსული წიგნი გადაცემისთვის.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ერასტი ჩოლოყაშვილმა კავკასიის საგამოფენო კომისიას გამოფენაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე კომიტეტმა ა ე. გ. ფრიდონოვს თანხის შეწირვისთვის მადლობა გამოუცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნ. მ. ჩიჩუამ ხიდისთავის სამკითხველოს შესწირა წიგნი ბუნების საუცხოო მოვლენების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და პატარა კახის სურათი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, ალექსანდრე ჯაბადარმა და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა წიგნები შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 15 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძისამ, სოფიო ვასილის ასულმა ამირეჯიბისამ და ნინო სვიმონის ასულმა აბაშიძემ წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნინო ელიზბარის ასულმა ქობულოვისამ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ათი მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ეგნატე იოსელიანმა და ედმუნდ სობესტიანსკიმ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძემ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ლევან ლომთათიძემ ხიდისთავის სამკითხველოს ლათინური გრამატიკის წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ თუმანი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს დავით კობიაშვილმა, ლაზარე მაისურაძემ, ივანე რაზმაძემ, გიორგი მანთაშოვმა და იოსებ იმედაშვილმა წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ნინო ნიკოლოზის ასულმა ზურაბიშვილისამ, მარიამ მიხეილის ასულა ლასხიშვილმა, ნატალია მერაბის ასულმა ცაგარელმა და ეკატერინე ჯანიევმა წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მაკრინე იოსების ასულმა წერეთლისამ ხატი გადასცა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა გადასცა 4 წლის ჟურნალი „ივერია", ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძემ – ხელმწიფის სურათი და სამკითხველოს ბანერი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ნინო ნიკოლოზის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა ლამპა გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილი სამკითხველოს სასარგებლოდ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკიმ თუმანი გაიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ნიკო შიუკაშვილმა თავისი პიესის „სიმახინჯე“ ჰონორარი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომიტეტს გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნე გამოფენის კომიტეტმა კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილისგან მიიღო განცხადება, რომელშიც ის გამოფენაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა.