რეგისტრირებული ფაქტები47454
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ და გამგეობის მდივანმა თამარ აბაშიძემ შეატყობიენეს, რომ ფულის შესაგროვებელ ყულაბებს გახსნიდნენ, მთავარ გამგეობას კი გაუგზავნიდნენ ოქმს ამის შესახებ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას აუწყა, რომ იმ დღიდან თელავის განყოფილებას შეეძლო, საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის თანახმად, მოქმედების დაწყება.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშიისა და გომარეთის სკოლების რევიზორად პეტრე სურგულაძე დანიშნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგისა და თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს საზოგადოების წიგნის მაღაზიის საწყობი მდივნისთვის ჩაებარებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა მოსკოვში პედაგოგიური მუზეუმის დაარსების შესახებ. გამგეობამ მუზეუმის დაარსება საჭიროდ მიიჩნია. ალექსანდრე ჯავახიშვილს მუზეუმისთვის ექსპონატების შეწირვის გამო მადლობა გადაუხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ვარლამ იმნაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ, რაზეც გამგეობამ უარი განაცხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა დაეკმაყოფილებინათ ნინო ყიფიანის თხოვნა, მიეცათ 100 მანეთი, რაც მას ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გორის მაზრაში წარმოდგენებისა და საღამოების ჩასატარებლად სჭირდებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს გიორგი ყაზბეგის მოხსენება თბილისის სათავადაზნაურო კრების შემოწირულობისა და ილია ჭავჭავაძის სახლის ბიბლიოთეკა-მუზეუმად გადაკეთების შესახებ. გამგეობამ ამისთვის საგანგებო კრების მოწყობა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ „განათლებისთვის“ დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის მიეცათ 1200 მანეთი. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებები ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების რევიზიის შესახებ – სამომავლოდ გადაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. თავმჯდომარის ამხანაგი იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა. კრებას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ სამეურნეო კოოპერატიული ამხანაგობა „მომავლის“ თხოვნას ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის იჯარით გადაცემის შესახებ. ამ საკითხს განაგებდა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, რომელსაც ეს მამული უკვე გაცემული ჰქონდა იჯარით უკეთესი პირობებით.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 ივნისს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას XV საუკუნის ხელნაწერის „ვასილის ჟამის წირვისა“ და იოანე ოქროპირის „ჟამის-წირვის“ განმარტებები გაუგზავნა.