ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 1916-1917 წლების ანგარიშების წარდგენის დაგვიანების მიზეზი გამგეობის მდივნის, ივანე იულონის ძე ოსიძის სხვაგან გადასვლა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იპლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში მეოთხე განყოფილებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას ფოსტით გაუგზავნა 1916 წლის შემოსავლის (467. 40 მანეთი) 10% – 46. 74 მან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წელს შორაპნის მაზრის სოფ. ალისუბანში გარდაიცვალა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი, სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.