ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი გამგეობის წევრი იყო.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ილია ფირცხალაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტთა პრესასთან თანამშრომლობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან შალვა ქარუმიძე სახალხო უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიაზე.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა გადასახლებიდან დაბრუნდა.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ ფილიპე ლორია და ტრამვაის სხვა თანამშრომლები უდანაშაულოდ ცნო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს დავით მაჭავარიანს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის lV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 და 1916-1917 წლებში კოტე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს კონსტანტინე გელოვანი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ამალაში შედიოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 დეკემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან (წინამძღოლი – გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად შეპირებული თანხის ნაწილი – 700 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძეს ხონის ქალთა წრეში რეფერატი უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის სტატია „მავნებელი ჩვეულება.“

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ გამოაქვეყნა სტატია ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ბესარიონის ძე ესაკიამ ნ. ნიკოლაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გურიის სამღვდელოებამ ოზურგეთში ექვსკლასიანი სასულიერო სასწავლებლის დაარსება გადაწყვიტა. გამგედ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე უნდა დაენიშნათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კარპეზ იოსების ძე ბერიძემ დათიკო ჟღენტის თვითმკვლელობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში იაკობ გოგებაშვილის ფონდის დასახმარებლად 986. 2 მანეთი შეაგროვეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 დეკემბერს შალვა გოგებაშვილი კიევიდან იტყობინება, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 100 მანეთი, მაგრამ ბოლო სამ თვეს მაინც ვალებით გაიტანა თავი – ახლა იმედოვნებს, რომ გამგეობისგან მალე შეიტყობს ანდერძის დამტკიცების ამბავს და მისთვის ფულის თხოვნა აღარ დასჭირდება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს არმავირის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, დახმარებოდნენ ფულით ან დაკლებული ფასებით გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ არმავირის სკოლას უფასოდ გაუგზავნა წიგნები. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ორი სია წიგნების მეტ-ნაკლებობისა, რომელიც მაღაზიისა და საწყობის აღწერის დროს შეადგინეს და რომლის საფუძველზეც გამგეობამ მაღაზიისა და საწყობის რევიზია დაავალა შალვა მიქელაძეს, შიო დედაბრიშვილს, არჩილ ჯაჯანაშვილს და იპოლიტე ვართაგავას. ბუღალტერიის რევიზია დაევალათ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფილიპე მგელაძეს, ხოლო კანცელარიის რევიზია დაავალეს ლუარსაბ ბოცვაძეს და ალექსანდრე მდივანს. მათ რევიზია უნდა დაესრულებინათ იანვარში.