ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავას მეუღლე, პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1924 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე თურქეთში საბჭოთა საელჩოს მთავარი მრჩეველი იყო.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-26 წლებში გიორგი ბოჭორიძემ რაჭაში მოგზაურობის დროს უნიკალური საეკლესიო ნივთები შეაგროვა და საქართველოს მუზეუმებს ჩააბარა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-26 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს გიორგი ბოჭორიძე ეძებდა კულტურულ ფასეულობათა გამანადგურებლებს და მათ მკაცრად დასჯას ითხოვდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა თავისი ნაწერების ნაწილი აღმოაჩინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში, რომელიც ცენტრალურ არქივში იყო განთავსებული.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩენილი თავისი ნაწერები რემინგტონის საბეჭდ მანქანაზე გადმოაბეჭდინა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფელ საკირის სკოლაში ასწავლიდა ყველა საგანს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს 63 წლის ასაკში შიო მღვიმელმა შეწყვიტა კორექტორად მუშაობა, რადგან მხედველობის პრობლემა შეექმნა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს შიო მღვიმელს მხედველობა გაუუარესდა დიდი ხნის განმავლობაში კორექტორად მუშაობის გამო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923-1924 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ცენტრალურ არქივში არსებული გაზეთებიდან გადმობეჭდილი ნაწერების კრებულში მოათავსა მესხეთ-ჯავახეთის ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათები.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-1924 წლებში ვასილ კოპტონაშვილს სურდა შეეკრიბა და ცალკე წიგნად გამოეცა ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი ყველა თავისი ნაწერი, რაც მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას აღწერდა, თუმცა ეს განზრახვა ვერ განახორციელა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე მიღებული გადაწყვეტილებით კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საქმე საქართველოს უმაღლეს სასამართლოს გადაეცა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე იუსტიციის სახალხო კომისარიატმა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ბრალი დასდო ანტისაბჭოთა საქმიანობასა და საეკლესიო ფასეულობათა გადამალვაში.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს მოსალოდნელი ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელის გარეშე დასატოვებლად ჯალათები გაუსწორდნენ სამხედრო მეთაურებს: დიდ პარტიოტ კოტე აბხაზს, ვარდენ წულუკიძეს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და სხვ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს გაყაჩაღებული ბოლშევიკის, მანწკავას წინააღმდეგ გურიაში გაგზავნეს ჯარი ცნობილი ალექსანდრე (საშა) ობოლაძის მეთაურობით.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს დააწიოკეს საქართველოს რევოლუციური კერა, გურია. ტყეებში გაჭრილ ყაჩაღებთან უძლური საშა ობოლაძე შურს იძიებს გლეხობაზე, ხვრეტს მათ და გასისხლიანებულ გვამებს ყვავ-ყორნებისა და ძაღლების საჯიჯგნად ყრის ოზურგეთის შემავალ გზებზე მოსახლეობის დასატერორებლად.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძე მოკლა მანწკავას ნათესავმა და მეგობარმა. ეს გახდა საბაბი უარესი რეპრესიებისა, მისი მკვლელობის დღიდან ოზურგეთში დაიწყეს უდანაშაულო ხალხის მასობრივად დახვრეტა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიღეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მუშაობდა მასწავლებლად.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს შექმნილ სამხედრო ცენტრში 15 პირი შედიოდა, გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი და დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: ლევან კლიმიაშვილი და სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი ანტისაბჭოური გამოსვლებისათვის დააპატიმრეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.