რეგისტრირებული ფაქტები51834
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სარწყავი არხები გააყვანინა, რითაც დიდად დაეხმარა ხონსა და მის ახლომდებარე სოფლებს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გამართულ საკვირაო სკოლაში 28 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. პირველ და მეორე ჯგუფებში ალ. წულუკიძისა და მარიამ ჩიხლაძე ასწავლიდნენ.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 5 ნოემბერს ხონის მოვაჭრეებმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის გარდაცვალების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 5 ნოემბერს ხონში საზოგადო მოღვაწე ივანე სიმონის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს უნდა წაეკითხა ლექცია ნიადაგის ქიმიური თვისებების შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს იასონ გაბილაიას რედაქციით ყოველკვირეული ჟურნალი „შრომის კავშირი“ გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილის პატივსაცემად ნადიმის გამართვას აპირებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ნოემბერს ახალი სენაკის საკრებულოს დარბაზში აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ წარმოადგინეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში ქალთა წრის კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესახებ უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ჩიტო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილმა ეკატერინე გაბაშვილის მოკლე ბიოგრაფია წაიკითხა და მისი რამდენიმე მოთხრობა განიხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ეკატერინე გაბაშვილისამ დამსწრეთ თბილისის ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლის ისტორია გააცნო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე გრიგოლ ლაღიძემ ილიას პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე თამარ ძნელაძემ ვიოლინოზე დაუკრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ილიას 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე გრიგოლ ვეშაპიძემ ილიას პუბლიცისტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ შრომის სკოლის მასწავლებლად გამგეობამ მოიწვია ნიკოლოზ შუბლაძე, თუმცა მისგან საზოგადოებას ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ მიუღია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოროცდამეშვიდე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს დაბა ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების თხოვნა, რომ სურთ გახსნან საზოგადოების განყოფილება. მათ თხოვნაზე ხელი აქვს მოწერილი 40 ადამიანს და ასევე წარმოდგენილი აქვთ საწევრო თანხა 120 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა მათი თხოვა და დაადგინა, რომ გაეხსნათ საზოგადოების განყოფილება დაბა ოჩამჩირეში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების მაღაზიების ხარჯი გადაიხადა, წიგნების ანგარიშში კი მ. გაჩეჩილაძეს გადასცა 139. 71 მან., ბეგლარ ახოსპირელს — 23. 83 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ თბილისის პირველ საკვირაო სკოლის საბჭოს განუზრახავს სკოლასთან ბიბლიოთეკის დაარსება და გამგეობას სთხოვენ წიგნებით დახმარებას. გამგეობამ მათ 2 თუმნის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.