ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგარეჯოში მასწავლებლად გაგზავნა გიორგი ბოჭორიძე იმ პირობით, რომ ჯამაგირს სოფლისგან მიიღებდა და გამგეობა არ იქნებოდა პასუხისმგებელი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომ მისთვის დროულად გადაეცათ წიგნების ჰონორარი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქუთაისის სატუსაღოს პატიმრებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ ღულაძეს, დავით კარიჭაშვილსა და ალექსანდრე ყიფშიძეს დაევალათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის შემოწმება და გამგეობისთვის დასკვნის წარდგენა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მისგან შეეძლოთ მესამედ ფასად შეეძინათ შემდეგი წიგნები: 33 ეგზემპლარი „მეფე გიორგის ცხოვრება“, 70 „კალმახობა“ და 50 ცალი „ქართლის ცხოვრება“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით ქუთაისის სატუსაღოსთვის წიგნების შეწირვის თაობაზე. გამგეობამ გადაწყვიტა, სატუსაღოს ზედამხედველისთვის 5 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე მდივანმა გამგეობას აცნობა იაკობ ღულაძის გადაწყვეტილება, რომ ის უარს ამბობდა თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს იაკობ ორჯონიკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი სტიპენდიისთვის 25 მანეთი დაემატებინათ და ეს თანხა 6 თვის გადასახადთან ერთად მისი სკოლის დირექტორისთვის გაეგზავნათ. გამგეობამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის გაეგზავნათ 75 მანეთი, ორჯონიკიძისთვის – 12 მანეთი და 50 კაპიკი, თან ეცნობებინათ, რომ შემდეგში დამატებით თანხას ვეღარ მიიღებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ, განუცხადა, რომ საზოგადოების ახალი წევრების მისაღებად საჭირო იყო საგანგებო კრების გამართვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით სთხოვა, გამგეობას წარმომადგენელი გაეგზავნა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის საკითხი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ პირველი ნაწილის 529, მეორე ნაწილის 801 ეგზემპლარი და ამ ნაწარმოების შემდგომ გამოცემის უფლება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს საგარეჯოს სკოლის მასწავლებელმა გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის დახმარება სთხოვა. გამგეობამ საგარეჯოში 13 მანეთისა და 42 კაპიკის წიგნებისა და რვეულების გაგზავნა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟურნალ „განათლებისთვის“ 614 მანეთი და 95 კაპიკი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს გიორგი ანტონის ძე ანთელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ზაქარია ასლანის ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ილია ანტონის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ხარიტონ გრიგოლის ძე ბერიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ივანე მაქსიმეს ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სოლომონ ალექსის ძე ბოლქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ივანე გაბრიელის ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლიდან დავით პავლეს ძე ბენდელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი და ბაქოს განყოფილების წევრი იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების სახით 15 თუმანი გადასცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისგან ჟურნალ „მოგზაურის“ ორი წლის გამოცემების (სულ 50 ნომრის, თითოს – 40 კაპიკად) შეძენის თხოვნით მიმართა.