ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ბალანსი 32800 მანეთი და 64 კაპიკი იყო. ხელს აწერს გამგეობის ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ბალანსი 87958 მანეთი და 89 კაპიკი იყო. ხელს აწერს გამგეობის ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სალაროს ანგარიშში 164 671 მანეთი და 24 კაპიკი იყო. ხელს აწერს გამგეობის ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ანგარიშში 265 943 მანეთი და 32 კაპიკი იყო. ხელს აწერს გამგეობის ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ 6 კაცისაგან შემდგარი სასკოლო სექციის აზრი ამა თუ იმ წიგნის ხარისხის შესახებ დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო გამგეობისთვის.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 3 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თხოვნით მიმართა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, რომ სოხუმისა და ბაქოს თავშესაფართა რევიზიის შემდეგ რევიზია ჩაეტარებინა ბაქოს, ბათუმისა და ქუთაისის განყოფილებებში. ხელს აწერს გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას თუ არ მოსწონდა სასკოლო სექციის შემადგენლობა კრების წევრებს შეეძლოთ ახალი წევრები აერჩიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრებმა იასონ ბაქრაძემ, სამსონ ყიფიანმა, მელანია გველესიანმა, ევტიხი ჩხატარაიშვილმა, იაკობ ფანცხავამ და სილოვან ლაჭყეპიანმა ხელი მოაწერეს ქუთაისის განყოფილების 1916 წლის ანგარიშს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა თბილისის მთავარ გამგეობას წარუდგინა მასალა, კერძოდ: 1913 წლის ანგარიში, შემოსავალ-გასავლის ცნობები, საზოგადო კრების ოქმის პირი, ფილიალის ნამდვილი წევრების სია, გამგეობის მუშაობის შეფასება და 1914 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავალი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას თუ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ექნებოდა საქმეს ვერ გააკეთებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციას უნდა შეეწყვიტა სახელმძღვანელოების, წიგნების ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექცია პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმძღვანელოების, წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობაზე და არა სხვა საკითხების მოგვარებაზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას საკითხავი წიგნების კორექტურა გაესწორებინა, საგამომცემლო სექციას კი – სახელმძღვანელოების.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ გამგეობას საზოგადოებისაგან დავალებული ჰქონდა წიგნების გამოცემის საქმე და ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ უნდა შეცვლილიყო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 პარაგრაფი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ გორდეზიანმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ უნდა შეცვლილიყო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნების საგამომცემლო ინსტრუქციის მე-8 პარაგრაფი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ გორდეზიანმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას მუშაობაში ხელი შეეშლებოდა თუკი გამგეობა დაავალდებულებდა საქმიანობის დეტალური გეგმის შემუშავებას.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ელი დეკემბრის ოფიციალური მიწერილობით (№ 409) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გრიგოლ ბურჭულაძე) სათანადო ბლანკებს უგზავნის ქვემო მაჩხაანის ფილიალის გამგეობას და სთხოვს დააჩქარონ წლიური ანგარიშისა და შემოსავლის 20 %-ის გამოგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი – გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე, ქვემო მაჩხაანის განყოფილებას შეატყობინა, რომ 1913 წლის 11 მარტს თბილისის საგუბერნიო სამმართველომ მიწერილობა N 1743 გაუგზავნა სიღნაღის მაზრის უფროსს ფილიალის გახსნის თაობაზე, რის საფუძველზეც მაჩხაანის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაეწყო საქმიანობა საზოგადოების წესდების ყველა მუხლის დაცვით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გ. ბურჭულაძე) თბილისის გუბერნატორს აცნობებს (№ 74), რომ სიღნაღის მაზრის სოფ. ქვემო მაჩხაანში იხსნება საზოგადოების ფილიალი (საფუძველი – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფი) და აცნობს არჩეული გამგეობის შემადგენლობას: თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, წევრები – ალექსანდრე ინაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი.

1913

ტიპი: სტატუსი

1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის ეგნატე მენთეშაშვილის თაოსნობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქვემო მაჩხაანის ფილიალის დამფუძნებელთა კრება, რომლის ოქმშიც წარმოდგენილია ოცდაათი ნამდვილი წევრის სია: ელენე ბოსტაშვილი, მღვდ. მიხეილ მენთეშაშვილი, გრიგოლ ლაპიაშვილი, გიორგი ბერძნიშვილი, იაკობ მენთეშაშვილი, სვიმონ ჯანყარაშვილი, მღვდ. იოანე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ კორაშვილი, მოსე ჯალიაშვილი, ვასილ ალადაშვილი, კონსტანტინე ნასრაშვილი, ზაქარია ფაშალიშვილი, რაჟდენ ჯალიაშვილი, მიხეილ ჯანყარაშვილი, იოსებ ქადაგიძე, მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მასწ. ილია მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ინაშვილი, სოლომონ კურცხალია, აბრამ მატიაშვილი, ალექსანდრე თათარაშვილი, დიმიტრი გონაშვილი, ვასილ ნადირაშვილი, ოლღა ნატროშვილი, ნიკოლოზ მელექსიშვილი, მიხეილ ზედელაშვილი. კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია ალექსანდრე ინაშვილი და მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, თავმჯდომარედ – მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი.

პირები
გიორგი თევდორეს ძე ბერძნიშვილი გრიგოლ (გიგო) მალხაზის ძე ლაპიაშვილი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია ალექსანდრე დავითის ძე ინაშვილი ივლიტა (იტო) მიხეილის ასული მენთეშაშვილი ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი (ნადიროვი) ილია იოსების ძე მენთეშაშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე მენთეშაშვილი ლუკა ნაცვლიშვილი მიხეილ ზედელაშვილი ნიკოლოზ პაატას ძე მელექსიშვილი ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი აბრამ ილიას ძე მატიაშვილი იოსებ დიმიტრის (ტატოს) ძე ქადაგიძე მიხეილ ივანეს (წყალობას) ძე ჯანყარაშვილი რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი ზაქარია (შაქრო) ილიას ძე ფაშალიშვილი კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ნასრაშვილი ვასილ (ვასო) ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი იოანე (ივანე) მენთეშაშვილი სვიმონ (სიკო) გლახას ძე ჯანყარაშვილი იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი
წყარო

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ევგენი იასონის ძე მელაძე, ყარამან ჩარკვიანი, ნოე ბალავაძე, ილარიონ აფრიამოვი, გრიგოლ კამკამიძე, სარდიონ ლომჯანიძე და დავით მუმლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს სიმონ გერასიმეს ძე წულუკიძე, ბენიამინ იორდანეს ძე ბურჭულაძე, რუბენ წულუკიძე, სერგო შარაშენიძე, მიხეილ რეხვიაშვილი და სილოვან აღლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ზაქარია მარიამული, ვასილ კერესელიძე, იოსებ ჩხიკვაძე, ილია ლომჟანიძე, ილია ჯიბუტი და სიმონ მახარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.